x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სატანა იგივე "სამიაზა"

imageსატანა, ლუციფერი, ბელზებელი, შაითანი, სამიაზა.ეს მისი სახელების მხოლოდ ნაწილია, ციური და მიწიერი ძალის მთავარი ანტაგონისტი, ქრისტიანული, ისლამური, იუდაიზმურ რელიგიების წარმოდგენებით.იგი სიბნელის თავად, წყვდიადის დრაკონად- მბრძანებელადაა წარმოდგენილი. არადა იგი ხომ თავად შემოქმედის უსაყვარლეს შვილად იყო ცნობილი თავად ანგელოზებს შორის.სხვადასხვა წყაროების მიდეხვით აჯანყებული, ხვთისგან განდგომილი მთავარ ანგელოზმა "უმფროსმა ძმამ" "მიქაელმა"დაამარცხა იგი."ენოქის"აპოკრიფების პირველი თავის თანახმად ანგელოზებმა "სამიაზას" მეთაურობით შეცოდეს ადამიანებთან, რომლის შედეგადაც დაიბადნენ ბუმბერაზები, სისხლის მსმელი არსებები."ენოქის"აპოკრიფშია ასევე მოხსენიებული "აზაზელი"და სხვა დაცემული ანგელოზები.თუკი ვიმსჯელებთ მაშინ პირველი ცოდვა რომელმაც ანგელოზთა დაცემა გამოიწვია ეს უნდა იყოს აი ის ამონარიდი სადაც ეს ამბავია მოთხრობილი.თავი6. 1.როდესაც ადამიანის ბავშვები გამრავლდნენ, მაშინ მათ გაუჩნდათ ლამაზი ქალიშვილები. 2.ანგელოზებმა, სამოთხის შვილებმა დაინახეს ისინი და ძალიან მოეწონათ.თხოვეს თავიანთ მეთაურს"ნება მოგვეცი ამოვირჩიოთ ადამიანთა შვილები ჩვენს მეუღლეებად და გვყავდეს ჩვენც შვილები". 3."სემჯაზა" რომელიც იყო მათი ლიდერი მიუგო მათ:ვშიშობ თქვენ ვერ მოახერხებთ, თუმცა 4.მაინც გეთანხმებით ამ საქციელის ჩადენაში.მე მარტო გადავიხდი ამ დიდი ცოდვის ჩადენისთვის საზღაურს.მათ კი მიუგეს "მოგვეცი სიტყვა და ჩვენ ყველამ 5.შევკრათ ის ორმხრივი ფიცით, რომ არ მივატოვებთ ამ გეგმას და გავაკეთებთ საქმეს".მაშინ დაიფიცა ყველამ, იყვნენ ორასი და დაეშვნენ 6.ჰერმონის მთაზე.ისინი ამ მთას იმიტომ უწოდებდნენ ჰერმონს, რომ მათ სწორედ ამ მთაზე დადეს ფიცი. 7.მათი სახელებია "სამლაზაზ", მათი ლიდერი, "არაკლბა", "რამეელ", "კოკაბლელ", "ტამლელ", "რამლელ", "დანელ", "ეზექელ", "ბარაქიჯალ", 8."ასაელ", "არმაროს", "ბათარელ", "ანანელ", "ზაქიელ", "სამსაფეელ", "სათა", "ტურელ", "ჯუმჯაელ", "სარიელ"ესენი კი ათეულების ხელმძღვანელები. თავი7 1.და ყველამ სხვამ მათთან ერთად მიაშურეს ქალიშვილებისკენ და აირჩიეს ყველამ ერთ-ერთი2.და დაიწყეს მათთან დაბინძურება.და ისინი დაორსულდნენ, მათ ეყოლათ3.გიგანტები რომელთა ზომაც იყო სამი ათასი ელი. სწორედ იგივე ამბავი გვხვდება ბიბლის პირველ თავში.(დაბადება) 3.თქვა უფალმა:არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი.იყოს მისი ხანი ასოცი წელი.4.ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ.ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.5.დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა.6.ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამ ქვეყნად, და შეწუხდა.7.თქვა უფალმა:მიწის პირისგან აღვგვი ადამიანს, რომელიც მე შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის მფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე.8.მხოლოდ ნოეს ეპოვნა მადლი უფლის თვალში.9.ესარი ამბავი ნოესი:მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში;ღმერთან დადიოდა ნოე.image ამ წყაროების თანახმად ანგელოზთა დაცემა სწორად ამ ცოდვას უკავშირდება.და ლუციფერი იგივე"სამიაზა" იყო ამ ცდუნების შემცნობი, შემდეგაც მოხდა ანგელოზთა მასობრივი ცდუნება ამქვეყნიური სიამტკბილობით, და ღმერთს გამოაკლდა მნიშვნელოვანი რიცხვი მისი შვილების.image

4
3045
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გიორგი 21
გიორგი 21
3045
  
2012, 11 ივლისი, 20:31
კარგი სტატიაა
2012, 1 მაისი, 23:58
მომეწონა! ძალიან საინტერესო იყო და საკმაოდ ინფორმაციული
2012, 1 მაისი, 23:56
ვეცდები
2012, 1 მაისი, 19:48
ოჰოჰო,კარგი სტატიაა :) რაც მეტი მიტ უკეთესი ეგეტი საინტერესო სტატიები :)
0 1 4