x
image
worldsport.ge
კაკას “რეალიდან” წასვლა უნდა

imageმადრიდის “რეალის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა გუნდის გამოცვლის სურვილი გამოთქვა.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 31 წლის ფეხბურთელი “რეალში” 2009 წელს “მილანიდან” 68, 5 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა, მაგრამ მასზე დამყარებული იმედები ვერ გაამართლა. ოთხი სეზონის განმავლობაში, მან პრიმერა დივიზიონის მხოლოდ 85 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 23 გოლი გაიტანა.
“რეალის” დატოვება მინდა და ვფიქრობ, ახლა სწორედ ის დროა, როდესაც შეიძლება ერთმანეთს მშვიდად დავშორდეთ. კარლო ანჩელოტი და კლუბის ხელმძღვანელობა საქმის კურსში არიან. ძალიან რთული სიტუაციაა. ყოველდღიურად ვვარჯიშობ, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ თავს ბედნიერად ვთვლი” - განუცხადა Football Espana-ს კაკამ.
ბრაზილიელის შეძენის ერთ-ერთ უმთავრეს პრეტენდენტად მის ყოფილ კლუბ “მილანს” მიიჩნევენ, რომლის შემადგენლობაშიც კაკამ 2007 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო და “ოქროს ბურთი” აიღო. თავად კაკა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით არ საუბრობს:
“ბრაზილიაში ვერ დავბრუნდები, რადგან იქ სატრანსფერო ბაზარი უკვე დაიხურა. ამიტომ, შემიძლია გადაწყვეტით ვთქვა, რომ ევროპაში ვრჩები. კონკრეტულ გუნდებზე ვერაფერს გეტყვით. კლუბში დამპირდნენ, რომ ახალი გუნდის მოძებნაში დამეხმარებიან”.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0