x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
გასული საუკუნეების შეშლილი მეფე-დედოფლები


კაცობრიობის ისტორიაში ძალიან იშვიათად ვხვდებით ჭკვიან კეთილ და კეთილგონიერ მმართველებს, რომლებმაც მართლა კარგი რამ გააკეთეს საკუთარი ქვეყნისთვის. უფრო ხშირად “მჩატე'' და უპასუხისმგებლო მმართველებს ვიცნობთ, რომლებიც მხიარულად ატარებდნენ დროს და არც ფიქრობდნენ საკუთარი ქვეყნის პრობლემებზე. იყვნენ ისეთებიც რომლებიც საშინელებამდე მიდიოდნენ თავისი “არანორმალურობით."

ამ სტატიაში რამოდენიმე მეტნაკლებად “არანორმალურ" მეფე-დედოფალზე იქნება საუბარი.


1. გეორგ III


image



მეფე გეორგ III 59 წელი მართავდა ინგლისს და ირლანდიას. მისი მმართველობის პერიოდი ხასიათდება მუდმივი ბუნტით, საფრანგეთთან ომებით, წარუმატებელი ურთიერთობებით ინგლისის კოლონიებთან ჩრდილოეთ ამერიკაში. მიუხედავად იმისა რომ ის ყველაზე მრავალშვილიანი მეფე იყო ინგლისის მთელი მთელი ისტორიის მანძილზე, მისი ტვინი სხეულისგან განსხვავებით დაავადებული იყო. ზოგჯერ მას შეტევები ჰქონდა და მაშინ მთლიანად ფსიქიურად შეშლილი ხდებოდა.

თანამედროვე ისტორიკოსები ამბობენ რომ მისი სიგიჟე გამოწვეული იყო დარიშხანით. როგორც ჩანს მონარქს მუდმივად წამლავდა ვიღაც. მიუხედავად მისი ავადმყოფობისა იგი 82 წლის გარდაიცვალა.


2.ხუანა I


image


კასტილიის დედოფალს ხუანაI-ს შეშლილს ეძახდნენ. ბავშვობაში მას თითქოს არაფერი ეტყობოდა რომ რაიმე ფსიქიური პრობლემები ექნებოდა მომავალში მაგრამ მას ფსიქიკა ახლობლების დაღუპვის შემდეგ შეერყა. მისი მეუღლე ფილიპე I მოულოდნელად გარდაიცვალა ზუსტად ერთი წლის შემდეგ როდესაც ის დედოფალი გახდა. ქმრის სიკვდილის შემდეგ ის გაგიჟდა. იგი ნებას არ რთავდა არავის რომ იგი დაეკრძალათ და დრო და დრო სადგომს ხსნიდა რომ ენახა იგი.

ნათესავებმა თვითონ აიღეს შემდეგ თავის ხელში ხელისუფლება. ფილიპე დაკრძალეს და დედოფალი ტორდესილიასის ციხესი გამოკეტეს. იგი 1555 წელს გარდაიცვალა და ის სიცოცხლის ბოლომდე დედოფლად ითვლებოდა.


3. კარლოს II-ესპანეთი.


image


ესპანეთის მეფე კარლოს II ბავშვობიდან ძალიან ულამაზო და თითქმის მახინჯი იყო. იგი არამარტო შეუხედავი არამედ ჭკუასუსტიც იყო.

მისი მმართველობის დროს ესპანეტის როლი ევროპაში მნიშვნელოვნად შესუსტდა და ბრწყინვალე სახრელმწიფოდან მეორეხარისხოვან ქვეყნად იქცა.


4. კარლ VI. საფრანგეთი.


image


კარლ VI ფსიქიურად არა უცბად, არამედ თანდათან შეირყა. 1392 წელს მან ანთება გადაიტანა მწვავე ფორმებში და მას შემდეგ ის უცბად ფეთქდებოდა და უკონტროლო ხდებოდა თავის მოქმედებებში.

რამდენიმე თვის შემდეგ მან ომის მსვლელობა მოაწყო და შეკრიბა მნიშვნელოვანი არმია. მსვლელობის დროს მას მოეჩვენა რომ მისდევენ:“ შეჩერდი მეფევ, თქვენ გიღალატეს." მან უცებ მოკლა ეს მებრძოლი და შემდეგ ძმას გამოედევნა. ბოლოს ის კომაში ჩავარდა.

დღეს ორ ვერსიას განიხილავენ მისი შეშლილობის: ან მოწამვლის შედეგი ან მანიაკალურ- დეპრესიული ფსიქოზი.


5. აფონსუ VI


image


აფონსუ VI დაავადდა 3 წლის ასაკში. შედეგად მისი სხეული მარცხენა მხარე მთლიანად პარალიზებული იყო. გონებრივადაც ჩამორჩებოდა. მაგალითად როცა მისი უფროსი ძმები გარდაიცვალნენ მან ხმამაღლა წამოიყვირა:“ვაშა, ახლა მე ვიქნები პორტუგალიის მეფე!". უკვე მოზრდილ ასაკში ისევ ისე იქცეოდა როგორც ბავშვობაში. იგი ხშირად ახალგაზრდებთან ერთად სვავდა.

მას არც სწავლა უნდოდა და არც ქვეყნის მართვა. შემდეგ ისევ დედამ ნახა გამოსავალი და მის უმცროსს ძმას გადაეცა სამეფო ტახტი.

2
277
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
277
  
2013, 28 აგვისტო, 20:51
დიდი მადლობა.
2013, 28 აგვისტო, 20:49
საქართველოსაც ჰყავდა ასეთი მეფეები და ამანი დიდი როლი ითამაშა საქართველოს შეაჩერა განვითარება. კარგი სტატია,ვიმედოვნებ ასეთი საინტერესო სტატიებს შემოგვთავაზებ.
0 1 2