x
image
worldsport.ge
“რაპიდი” თბილისში 19 ფეხბურთელით მოდის

imageვენის “რაპიდის” მწვრთნელმა ზორან ბარიშიჩმა ის 19 ფეხბურთელი შეარჩია, რომლებიც გორის “დილასთან” მატჩისთვის თბილისში ეყოლება. ავსტრიელები ოთხშაბათს დღის პირველ ნახევარში თბილისში იქნებიან.
მეკარეები: იან ნოვოტა, სამუელ რედლინგერი;
მცველები: კრისტოფ ტრიმელი, კრისტოფ დიბონი, მარიო სონლაიტნერი, თომას შრამელი, მარიო პაველიჩი, ლუკას დენერი, შტეფან პალა, ჰარი პიხლერი.
ნახევარმცველები: თანოს პეცოსი, ბრაიან ბერენდტი, ლუკას გროზურეკი, ლიუს შაუბი, შტეფენ ჰოფმანი, გვიდო ბურგშტალერი, ელდის ბაირამი.
თავდამსხმელები: ტერენს ბოიდი, მარსელ საბიტცერი. image“რაპიდს” სხვადასხვა მიზეზით დააკლდებიან: ბრანკო ბოშკოვიჩი, დენი ალარი, მიხაელ შიმპელსბერგერი, დომინიკ ვიდრა და დომინიკ შტარკლი. აქედან, ყველაზე სერიოზული დანაკლისი ბოშკოვიჩის არყოფნაა, რომელსაც გრიპი აქვს. ამ გამოცდილმა ნახევარმცველმა ვენაში “დილას” წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა.
აქვე ვთქვათ, რომ თბილისურ მატჩს რუმინელი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი კრისტიან ბალაი იქნება. ის ადრეც ყოფილა თბილისში: 2008 წელს თბილისის “დინამო”-“პანათინაიკოსს” (0:0) გაუძღვა და კიდევ, 2009 წელს სლოვენიაში “მარიბორი”-“ვიტ ჯორჯია” (3:1) იმსაჯა.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0