x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
6 პროდუქტი, რომლებიც ახალგაზრდობის შენარჩუნებაში გვეხმარება
დაბერების პროცესი გარდაუვალია და რაც არ უნდა ვეცადოთ, თავიდან ვერ ავიცილებთ, მაგრამ სწორი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის საშუალებით სიბერის მოახლოება ცოტათი მაინც შეიძლება გადავდოთ და მისი ნიშნებიც შევასუსტოთ. ქვემოთ მოვიყვანთ 6 პროდუქტს, რომელთა წყალობით შესაძლებელია მუდამ ფორმაში იყოთ, თავს გრძნობდეთ და გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად.


1. იოგურტი.


image

იოგურტი შეიცავს ბიფიდობაქტერიებს, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, გვიცავს ნაწლავური ინფექციებისგან. იოგურტში არის დიდი რაოდენობით კალციუმი, რაც ამაგრებს ძვლებს და თავიდან გვაცილებს მათ დაავადებებს, რომლებიც ხშირად თავს იჩენს ასაკთან ერთად.



2. თევზი.

image

ბევრ ხანშიშესულ ადამიანს აწუხებს გულის დაავადებები. მაგრამ თუ თქვენს რაციონში ადრევე ჩართავთ თევზს, ხშირ შემთხვევაში თავიდან აიცილებთ ასეთ პრობლემას. თევზი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ასუფთავებს არტერიებს ქოლესტერინისგან, რის შედეგადაც ნარჩუნდება გულის ნორმალური რიტმი და მუშაობა.


3. თხილი.

image

თხილი ამცირებს გულისა და სიმსივნით დაავადების საფრთხეს. ამასთან, მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც მოქმედებენ, როგორც ანტიოქსიდანტები.


4. შოკოლადი.

image

შოკოლადი ხასიათდება ფლავანოლის შემცველობით, რაც უზრუნველყოფს სისხლის მიმოქცევის სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. შესაბამისად, გვეხმარება დავძლიოთ ისეთი დაავადებები, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა, თრომბი, ინსულტი, ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები.


5. ზეითუნის ზეთი.

image

ზეითუნის ზეთი შეიცავს პოლიფენოლებსა და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც გვეხმარება ასაკობრივი დაავადებების თავიდან აცილებაში. ამასთან, თხილის მსგავსად ისიც ამცირებს გულის დაავადებებისა და კიბოს საფრთხეს.


6. წითელი ღვინო.

image

წითელი ღვინო შეიცავს ნივთიერება რესვერატროლს, რომელიც ანელებს ორგანიზმში უჯრედების დაბერების პროცესს. ამგვარად, დღეში 50 მლ. წითელი ღვინის მიღებით თქვენ ბუნებრივად იხანგრძლივებთ ახალგაზრდობას. ამავე დოზით ალკოჰოლის მიღება გვიცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან, დიაბეტისა და სკლეროზისგან.



მაგრამ, გახსოვდეთ, სწორი კვების გარდა, ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად აუცილებელია სულით ახალგაზრდა დარჩეთ. ნუ იწუწუნებთ, იფიქრეთ კარგზე, ხშირად გაიცინეთ და სიბერე ვერ დაგამარცხებთ.

3
284
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
284
  
2013, 30 აგვისტო, 14:29
შენც გაიხარე მეგობარო:)))
2013, 30 აგვისტო, 14:28
გაიხარე:)
2013, 30 აგვისტო, 13:51
ძალიან კარგია უღრმესი მადლობა მეგობარო+:)))
0 1 3