x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
წონაში დასაკლები კოქტეილი
image

წარმოგიდგენთ კეფირის საფუძველზე დამზადებული, გასახდომი კოქტეილის ძალიან მარტივ რეცეპტს.


ორგანიზმზე კეფირის დადებითი თვისებები კარგადაა ცნობილი: აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, მიკროფლორას, ამაღლებს იმუნიტეტს. ვიცით ასევე უამრავი დიეტა, რომლის შემადგენლობაშიც კეფირი შედის. თუმცა არის რამდენიმე ინგრედიენტი, რომელთა დამატებაც კეფირის გასახდომ ეფექტს საგრძნობლად აძლიერებს.


კოქტეილის შემადგენლობა:



200 მლ. კეფირი;

1 ჩ.კ დაფქვილი დარიჩინი;

1-2 ჩ.კ. გახეხილი კოჭა (იგივე იმბირი, ჯინჯერი);

მწიკვი წითელი წიწაკა.


ყველაფერს ავურევთ და ჩვენი კოქტეილიც მზადაა.


კოქტეილის მიღების რამდენიმე ვარიანტი არსებობს:


შეგვიძლია ჭამამდე 20 წუთით ადრე მივირთვათ. ამ დროს კოქტეილის ეფექტურობა შემოიფარგლება იმით, რომ მადას ჩაახშობს და საჭმელსაც იმდენს აღარ მივირთმევთ.


ზოგიერთი დიეტოლოგი პირიქით, კეფირის კოქტეილის ჭამის შემდეგ მირთმევას გვირჩევს, რადგან მასში შემავალი ინგრედიენტები მეტაბოლიზმის პროცესს აჩქარებენ.


უფრო ეფექტური მეთოდი მოცემული კოქტეილით ვახშმის ჩანაცვლებას გულისხმობს. ან კიდევ, შეიძლება ერთი დღე მხოლოდ კოქტეილი მიირთვათ, რაც ორგანიზმის გაწმენდისა და განტვირთვის კარგი საშუალება იქნება.


ამბობენ, ამგვარი კოქტეილის საშუალებით (არ იგულისხმება განტვირთვის დღეები, როდესაც მხოლოდ კოქტეილს იღებ) თვეში 4-6 კგ.-ის დაკლება შეიძლება. ეს საკმაოდ კარგი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ დრო ჩვენს საკვებ რაციონს დიდად არ ვცვლით.

0
2665
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2665
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0