x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როგორ გავიდიდოთ ტუჩები უაზრო ოპერაციების გარეშე (ვარჯშები)

image- ალბათ ძალიან ბევრ გოგონას უოცნებია ჰქონოდა განსაკუთრებული ტუჩები, მაგრამ ოპერაცია ზედმეტად ეჩვენებოდა. მაგრამ, ბევრმა არ იცის, რომ ასეთი შედეგის მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ უბრალო ვარჯიშებითაც კი შეიძლება.მაშასადამე, ამ სტატიის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ აისრულოთ ოცნება.
- ვარჯიშები ტუჩების გასადიდებლად და გასალამაზებლად
იმისთვის, რომ ტუჩებს მოცულობა შემატოთ და მისცეთ უფრო სრულყოფილი ფორმა, პირველი თვის განმავლობაში ყოველდღე ივარჯიშეთ, სასურველია დღეში 2-ჯერაც კი, ხოლო შემდგომ ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშების კომპლექსი შეასრულეთ კვირაში 2-3-ჯერ. უკეთესი ეფექტის მისაღებად ვარჯიშის დაწყებამდე კარგად დაიბანეთ და ენერგიულად გამოირეცხეთ პირი ჯერ თბილი, ხოლო შემდეგ ცივი წყლით. ყველა ვარჯიში დასაწყისში გააკეთეთ 10-ჯერ, შემდეგ ნელ-ნელა 1 თვის განმავლობაში ვარჯიშების რაოდენობა 21-მდე მიიყვანეთ.
ტუჩები ძლიერად წამოსწიეთ წინ, პირი ოდნავ გააღეთ, შემდეგ მჭიდროდ მოკუმეთ და მოადუნეთ სახის კუნთები.მოკუმეთ პირი, ტუჩები ამოძრავეთ ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ, შემდეგ შემოხაზეთ მცირე ზომის რვიანი.ოდნავ გააღეთ პირი, გამოყავით ენა ბოლომდე და ამ მდგომარეობაში გააჩერეთ 3 დათვლამდე. შემდეგ შეყავით ენა, მოკუმეთ პირი და მოადუნეთ სახის კუნთები 2 დათვლამდე.გამოსწიეთ ტუჩები წინ და მკვეთრად ამოისუნთქეთ, თითქოს სანთელს აქრობთ, შემდეგ მოადუნეთ ტუჩები 3 დათვლამდე.ღრმად ჩაისუნთქეთ და გაბერეთ ლოყები, ტუჩები მილისებურად წამოსწიეთ. ამოისუნთქეთ, ჰაერი თავიდან ნელ-ნელა გამოუშვით, ხოლო ბოლოს 2-3 მკვეთრი დარტყმით გამოდევნეთ.ნელა, წამღერებით წარმოთქვით ხმოვნები "ა-ე-ი-ო-უ", შემდეგ ღრმად ჩაისუნთქეთ, გაბერეთ ლოყები და ამოისუნთქეთ ჰაერი ნახევრად მოკუმული პირით ისე, რომ ტუჩები ვიბრირებდეს.ღრმად ჩაისუნთქეთ, ტუჩები წინ გამოსწიეთ და ძალით ამობერეთ ჰაერი. ამ დროს დაითვალეთ 6-მდე. შემდეგ მოადუნეთ კუნთები, გააღეთ პირი და მაქსიმალურად გადაჭიმეთ ტუჩები, თითქოს იღიმებით. 2-5 წუთის განმავლობაში წაუსტვინეთ ნაცნობი მელოდიები, ეცადეთ, ბგერა იყოს მაქსიმალურად მაღალი და სუფთა.

- ასე განაგრძეთ და თქვენთვის სასურველი შედეგის მიღწევა არც ისე ძნელი გახდება, როგორიც თვენ ფიქრობდით.


0
588
7-ს მოსწონს
ავტორი:პრომეთე
პრომეთე
588
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0