x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ჭიათურა-რეპორტაჟი ქალაქიდან,სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტი საბაგირო გზა იყო

მეშახტეთა ქალაქი -ჭიათურა გარშემორტყმულია ციცაბო კლდეებით, მას კი ჰკვეთავს უამრავი საბაგირო გზის მოძველებული ქსელი, საბჭოთა ეპოქის დროინდელი, რომლითაც ხალხი დღესაც სარგებლობს.როდესაც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, მთავრობამ გადაწყვიტა ქალაქიდან მაქსიმალურად გაეზარდათ მარგანეცის მოპოვება.50-იან წლებში დაიწყო მასიური საბაგირო გზების აგება, რომელიც აერთებდა პრაქტიკულად ქალაქის ყველა კუთხეს ერთმანეთთან.ამჟამად მხოლოდ 17 საბაგირო გზა მუშაობს.ფოტოგრაფმა ამოს ჩეპლმა (Amos Chapple//Rex Features)მოინახულა ეს ქართული ქალაქი-სასწაული და უამრავი ფოტო გადაიღო.image
ქალაქის ხედი-საბჭოთა ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა, რომ შეექმნათ "სამოთხე მუშებისთვის", მსოფლიოში წარმოებული მარგანეცის 60% მარტო ჭიათურაზე მოდიოდა.image საბაგირო გზის სადგური-ინფრასტრუქტურა ბევრ პატარა ქალაქებში საბჭოთა ეპოქის შემდეგ მოიშალა და აღარც განუახლებიათ.image ვაგონის ოპერატორი ალუბალს არჩევს გადარბენებს შორის შესვენებაზე.image ლენინის და სტალინის მოზაიკა საბაგირო გზის მთავარ შესასვლელში.image ვაგონი მდინარე ყვირილას თავზე გადადის.image საბაგირო გზა "მშვიდობა", მუშაობს ავტომუხრუჭების გარეშე.image ვაგონი "25":50-იან წლებში და ახლა.image ვაგონი სადგურიდან დაიძრა.image
სადგურში ისევ "საბჭოთა ეპოქაა"-პროპაგანდისტული პლაკატი.image
მაღაროელები "პერეკურს" აკეთებენ.საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მრავალი მაღარო დაიხურა, მხოლოდ რამდენიმე წლის წინ განახლდა მუშაობა მაღაროში ნაწილობრივ.image ეს საბაგირო 60-იან წლებში აიგო.2008 წელს ამ საბაგიროს ბაგირი გაწყდა, როდესაც მასში 12 მგზავრი იმყოფებოდა, როგორც საბაგიროს დირექტორმა რამაზ ყიფშიძემ განაცხადა "ღმერთის წყალობით ავტომატური მუხრუჭები ჩაირთო", რამაც მგზავრები სიკვდილისგან იხსნა.12 საათი ეკიდნენ ქალაქის თავზე დაზარალებულები, სანამ თბილისიდან მაშველები არ ჩამოვიდნენ.image ოპერატორი საბაგიროს დამუხრუჭებას იწყებს.image

ულამაზესი ხედი, ქვემოთ ძველი ქარხანა მოსჩანს.image მამაკაცი ელოდება ვაგონს, რომ ხეობა გადაკვეთოს ჭიათურის აღმოსავლეთ მხარეს.image ჩაფიქრებული მოხუცი საბაგირო "25"-ზე.ეს იყო პირველი საბაგირო გზა, რომელიც აიგო საბჭოთა კავშირში 1954 წელს და დღემდე მუშაობს.

2
357
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
357
  
2013, 27 აგვისტო, 0:10
ორივე სიტყვა გამიოყენება,ქვემოთ შემდეგ მაღარიელებია ნახსენები......სამწუხაროა,რომ ამ სტატიის შინაარსი კი არ გაინტერესებთ......სიტყვებს ჩაკირკიტებ
2013, 26 აგვისტო, 14:57
მაღაროელთა ქალაქი და არა მეშახტეთა.
0 1 2