x
image
worldsport.ge
ესპანელ გულშემატკივრებს კასილიასის დაბრუნება სურთ

imageესპანურმა გაზეთმა AS-მა მადრიდის “რეალის” მეკარეების იკერ კასილიასისა და დიეგო ლოპესის შესახებ თავისი მკითხველების აზრის გასაგებად სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა. პოპულარულმა გამოცემამ ორი შეკითხვა დასვა:
1. პრიმერადივიზიონის მეორე ტურში, “გრანადასა” და “რეალის” მატჩში ვის ისურვებდით “სამეფოკლუბის” სასტარტო შემადგენლობაში – კასილიასს თუ ლოპესს?
2. გჯერათ თუ არა, რომ კასილიასი ძირითად შემადგენლობაში იქნება?
პირველ შეკითხვაზე პასუხისას მკითხველთა 63-მა პროცენტმა უპირატესობა ესპანეთის ნაკრების გამოცდილ მეკარეს მიანიჭა, კასილიასის ძირითადში დაბრუნებისა კი 53 პროცენტს სჯერა.
გამოკითხვაში მონაწილეობა 72244-მა ადამიანმა მიიღო.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0