x
ოჯახი მიკრძალავს!

image

ყველა ნორმალურ ქვეყანაში თავისუფლად შეიძლება ახალგაზრდული სამუშაოს მოძებნა. ქართული რეალობა კი ამ მხრივ ამაზრზენია. იმ უამრავ ვაკანსიათა შორის, რომლებიც ასე უხვადაა ინტერნეტსა თუ გაზეთებში, შესაძლოა იპოვო კიდეც თუნდაც დროებითი შემოსავლის წყარო. მაგალითად: კონსულტანტი მაღაზიაში, კურიერი, სარეკლამო აგენტი, ან თუნდაც მიმტანი... შენ აგზავნი მონაცემებს, მერე მიდიხარ გასაუბრებაზე. თითქოს ყველაფერი კარგადაა და შენც უყვები მეგობრებს რომ სამსახურს იწყებ. გაისმის ზარი: შენ აზუსტებ დეტალებს. და აი, მოვიდა დრო რომ ოჯახსაც გააცნო სიახლე. აქ კი შენს აღფრთოვანებას სატიკი უფსკრული ელის. აქ იგებ ფრაზებს, რომლებიც გიწამლავს წუთის წინანდელ სიხარულს. ასე მაგალითად: "ეგღა მაკლია ჩემს შვილზე ალაპარაკდეს ნახევარი თბილისი", "რა გიხარია, რომ ვიღაცის მოსამსახურე უნდა იყო?", "მე რა ვიცი იქ ვინ რას გაკადრებს?", "დაივიწყე ეს სისულეები, ისწავლე და მაგით მიაღწიე რამეს!" .... და კიდევ უამრავი სიტყვა, რომელიც არა მარტო უხასიათობის, არამედ წარუმატებელი ცხოვრების საფუძველიც შეიძლება გახდეს.




imageimageარჩევანის უფლება ყველას აქვს!
image




















image მშობლებო, უფროსო და-ძმებო და სხვა კეთილისმსურველნო, ვიცი, რომ ამას სიყვარული და მზრუნველობა გაკეთებინებთ, ტუმცა იქნებ ცოტა დაფიქრდეთ?! როცა ბავშვი სიარულს სწავლობს, დღეს შეიძლება 1-2 ნაბიჯი გადადგას და წაბორძიკდეს ან დაეცეს. მაგრამ ხვალ კიდევ რამდენიმეს დაამატებს, ბოლოს კი გამართულად ივლის და ირბენს. ხოლო თუ თქვენ ყოველთვის ხელში აყვანილს ატარებთ, ის ვერასდროს შეძლებს დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმას! ამიტომ, მინდა გთხოვოთ, დააფასოთ ახალგაზრდული შემართება და სურვილი აქტიური ცხოვრებისა. მოგვეცით საშუალება, თვითონ გადავლახოთ სირთულე და უკეთ გაიაზრეთ, რა შეიძლება მოყვეს თქვენს საქციელს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნუ გაგიკვირდებათ, რომ სრულწლოვანი გახდება თუ არა, ყველა საზღვარგარეთ გაღწევას ცდილობს. ნაწილობრივ, ეს თქვენი ბრალიცაა!...

4
49
5-ს მოსწონს
ავტორი:მაკი
მაკი
49
  
2012, 15 ოქტომბერი, 13:11
საბედნიეროდ ჩემები არ არიან ეგრე, პირიქით მაგდებენ ოღონდ ვიმუშავო და :DD
2012, 30 აპრილი, 20:04
ეჰ სამწუხაროა რომ ესეთი მენტალიტეტი გვაქვს ქართველებს
2012, 30 აპრილი, 17:59
მარტალი ხარ! მაგრამ ზოგჯერ გიწევს თავი შეიკავო მწარე სიტყვებისგან რო გული არ ატკინო სხვას, იმიტო რო უბრალოდ გიყვარს. მაგრამ იგივეს ღირსი შენც ხო ხარ არა? :(
2012, 30 აპრილი, 17:54
რა გიხარია, რომ ვიღაცის მოსამსახურე უნდა იყო?",
დღევანდელი რეალობაა
ამიტომ უნდა დაიკიდო ყველას
აზრი დ ამოიქცე ისე როგორ გსრუს...
ან სათანადოთ მოგიარონ რო სამსახური არ ეძებო
0 1 4