x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ეს მატჩი განსაზღვრავს ინგლისური ფეხბურთის მომავალ 3 წელს

ძალაუფლება : ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი, რომელთაც ძალა გააჩნიათ;თავდაჯერებულობა : მომავალი უდიდესი გამოცდილებიდან და დიადი ოსტატობიდან;შესაძლებლობა გავლენა მოახდინო და მართო სხვები.

ორშაბათს (დღეს) შედგება საფეხბურთო მატჩი, რომელიც დღემდე უკვე 162-ჯერ ჩატარდა.ყოველ თამაშში მოწინააღმდეგე იბრძოდა საკუთარი ღირსებისა და ქალაქისთვის.მაგრამ დღეს საღამოს ფსონი გაცილებით მაღალი იქნება, ჩვენ კი ვნახავთ უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ საფეხბურთო მატჩს.

imageმატჩი, რომელშიც ჩემპიონის ბედი გადაწყდება.ვფიქრობ 20 წლის მერე ადამიანები მოიხედავენ უკან და გაიხსენებენ ამ თამაშს, რომელიც 2011/12 წლების სეზონში ჩატარდა.
წარმოიდგინეთ რას ნიშნავს გამარჯვება "მანჩესტერ სიტისთვის"? ეს მისცემს მოთამაშეებსა და მწვრთნელს იმის გრძნობას რომ ტყუილად არ უბრძოლიათ და დაიმსახურეს ეს ყველაფერი

თუ ისინი წააგებენ?? უბრალოდ შეხედავენ როგორ დაისაკუთრებს თასს "იუნაიტედი" .

ისინი ვერ გაექცევიან გრძნობას, რომ მეორე შანსი აღარ ექნებათ.ზუსტად ამას ვგრძნობდი 1994/95 სეზონის დასრულებისას, როდესაც "იუნაიტედმა" ვერ მოუგო "ვესტ ჰემს" და საბოლოოდ დაემშვიდობა თასს.

დღეს გუნდები მხოლოდ 3 ქულისთვის იბრძოლებენ

ალექს ფერგიუსნმა თქვა, რომ ეს მატჩი იქნება მაზოხისტებისთვის.

ბოლოს 2 დერბიში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჯონი ევანსისა და ვინსენტ კომპანის გაგდებამ

imageრომელი ფეხბურთელები აიღებენ თავიანთ თავზე ინიციატივას? რომელ ფეხბურთელებს ეყოფათ ნებისყოფა, ძალისხმევა და ნერვები იმისთვის რომ საკუთარი ძალა ჩვენონ დღევანდე საღამოს? ამ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული დღევანდელი მატჩის, ჩემპიონის და კლუბების მომავლის ბედი


გარი ნევილი, Daily Mail

0
43
1-ს მოსწონს
ავტორი:holoda.HET
holoda.HET
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0