x
image
lady.ge
სწორად ცხოვრების უმთავრესი პრინციპი


image

ძალიან მიყვარს სხვადასხვა სახის სტატუსების, გამონათქვამების და ციტატების კითხვა. განსაკუთრებით თუ იგი რომელიმე ცნობადი პერსონის მიერ არის ნათქვამი, ვისაც რთული გზა აქვს გავლილი კარიერული მწვერვალების დაპყრობამდე. თუმცა ამჯერად მინდა ერთი არაჩვეულებრივი იგავი გაგიზიაროთ, რომელიც პირადად მე ხშირად დამხმარებია ცხოვრების მძიმე წუთებში სტიმულის საპოვნელად და გზის გასაგრძელებლად.


ამ იგავს სახელად "ძაღლისა და სარკეებიანი სასახლის იგავი" ეწყოდება

ერთ ქვეყნაში, დიდი ქონების პატრონი მდიდარი მეფე ცხოვრობდა. მისი საყვარელი საქმიანობა უცხო ტიპის, ფასონის და სტილის შენობების აგება იყო. ერთ დღესაც დაიბარა არქიტექტორები, ხურორთმოძღვრები და უბრძანა აეგოთ სასახლე რომელიც შიგნიდან სულ სხვადასხვა ფორმის და ზომის სარკეებით იქნებოდა მოოჭვილი. მშენებლებმა მუშაობა დაიწყეს. საქმე თითქმის დასრულებული იყო როცა ერთ ღამე სასახლის ღია კარში მაწანწალა გაქუცული ძაღლი შეიპარა. შენობაში შესვლისთანავე მის გარშემო სხვადასხვა ზომის, ფორმის და სიდიდის ძაღლების გამოსახულება გაჩნდა. სასახლის ინტერიერი ხომ სულ სარკეებით იყო მოჭედილი. ძაღლმა იფიქრა რომ სხვა ძაღლები ესხმოდნენ თავს სარკეებიდან მომზირალი საკუთარი ორეულები მან თავდამსხმელებად აღიქვა. აიჯაგრა, კბილები დაკრიჭა და საბრძოლველად მოემზადა.



მეორე დილით სასახლის მოსანახულებლად მისულ მეფეს, მთავარ დარბაზში ჩამოკაწრული სარკეები დახვდა, ოთახის შუაგულში კი თათებდასისხლიანებული ძაღლი იწვა მკვდარი. იგი საკუთარ ორეულებთან ჩხუბში გარდაიცვალა.


მორალი: ჩვენ, ადამიანები ხშირად საკუთარი შიშების ტყვე ვართ. რის გამოც თავადვე ვირთულებთ ცხოვრებას და ხშირად იმ საბრალო ძაღლივით საკუთარ შიშებთან ბრძოლაში ვმარცხდებით. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ცხოვრებაში დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ აღვიქვამთ თავად ჩვენ ამა თუ იმ მოვლენას რომელიც თავს გვატყდება. შესაბამისად უნდა ვეცადოთ, პოზიტიურად ვიაზროვნოთ რათა სარკეებიან სასახლეში მოხვედრილი ძაღლის ბედი არ გავიზიაროთ!

0
391
4-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
391
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0