x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
პოლიციამ და სპეცრაზმმა "პედოფილი" ჩაქოლვისაგან იხსნა. რუსეთი

დაკავებული "პედოფილი" პოლიციამ და სპეცრაზმმა დაიცვა თანასოფლელების რისხვისაგან.
ასტრახანის ოლქის ნარიმანოვსკის რაიონის სოფელ კურჩენკოს მოსახლეობამ ძებნა დაუწყო ორჯერ ნასამართლევ რუსლან გიხაევს, რომელმაც 9 წლის გოგონაზე იძალადა. 28 წლის ბოროტმოქმედმა მეგობარს დაურეკა და სთხოვა მისთვის საჭმელი და თბილი ტანსაცმელი მიეტანა, მეგობარმა კი დამნაშავის დაფარვა არ ისურვა და თანასოფლელებს შეატყობინა. მოსახლეობას მალევე შეუერთდა მოხალისეები მეზობელი სოფლებიდან და პოლიციასთან ერთად ცეცხლი წაუკიდეს მინდორს, სადაც მათი აზრით მაღალ ბალახებში იმალებოდა მოძალადე. მოსახლეობამ პოლიციასთან ერთად ალყა შემოარტყა ცეცხლწაკიდებულ მინდორს. მართლაც მოძალადე მალევე გახდა იძულებული თავის გადასარჩენად ხანძრიდან გამოსულიყო, აქ კი მას მოსახლეობა დახვდა, მაგრამ პოლიციამ და პოლიციის სპეცრაზმმა მისი "ლინჩის" წესით დასჯის უფლება არ მისცა და ვერტმფრენით გადაიყვანა დროებითი დაკავების საკანში.
გთავაზობთ დასკვნითი სიტუაციის ვიდეოს.

4
54
19-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
54
  
2013, 2 სექტემბერი, 11:25
გეთანხმები, ისეთ სასტიკ მეთოდს გამოვიყენებდი შუასაუკუნეში რომ იყენებდნენ მეტის ღირსიცაა ნაგავი!
2013, 22 აგვისტო, 23:28
სიკვდილი ასეთი მძიმე სასჯელისთვის, იოლი გამოსავალია... უფრო მკაცრი მუხლის შემუშავება სჯობს.
2013, 22 აგვისტო, 22:29
ეს მეც ვიფიქრე, მაგრამ ეს რომ დაუშვან კანონის უზენაესობა უმაქნისი გახდება და ანარქია და ქაოსი დაიწყება.
2013, 22 აგვისტო, 22:00
რატომ გადაეფარნენ, ხალხს არ აცლიან მოქმედებას რა.
0 1 4