x
image
ია გელიტაშვილი
კოსმო სუნი
ახლაც ისეთივე სუნი აქვს ამ დილის მაგნოლიას.ისეთი სუნი როგორც კოსმოსურ ხომალდში წყალს, როგორც ცას, ან როცა საჭმელს როცა ძალიან გშია.

შენი სუნი შენი დილის სუნი.შენი ბალიშის სუნი ახლაც ამდის თმებზე.ქარიან ამინდში თავბრუს მახვევს ჩემი თმები, რომელსაც ისევ იმ დილის, ყავის და ლოგინში მორთმეული საუზმის სუნი ასდის.

იცინოდი და მიყურებდი როგორ ვისხამდი ყავას მეც დამისხიო მითხარი.

ქარიან ამინდში თავბრუს მახვევს, რადგან შენი ბალიშის სუნი ახლაც ამდის თმებზე.


ახლა ისე ახლოს ვარ პლანეტებთან როგორც არასდროს, ხელითაც შემიძლია შევეხო, მოვკრიფო, კალათაში ჩავაწყო. მოგიტანო.ერთად დავათვალიეროთ, გადავარჩიოთ და შევინახოთ.

მომწონს როცა პლანეტებზე მესაუბრები.ცას ერთად ვუყურებთ ამდროს ამდის შენი სუნი.შენი და პლანეტების.კოსმოსუნი.მთვარეც გიყვარს და მზეც, მაგრამ როცა მზე ანათებს თვალებს ხუჭავ.შენი მწვანე და ჩმეი წითელი ერთმანეთ ერითმება და პლანეტების განლაგებას აკვირდება.კოსმონავტი უნდა გამოვიდე.გახსოვს ეკომ რა დაწერა?კოსმონავტობა მინდა დედამიწას უნდა გადმოვაფსაო.ხო გიჟია მეც მინდა კოსმონავტობა.imageimageimageimageimage




0
10
1-ს მოსწონს
ავტორი:ია გელიტაშვილი
ია გელიტაშვილი
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0