x
image
worldsport.ge
მაურო ალთას, კარინა ბალთას...

imageმაურო ხერმან კამორანეზიმ, როგორ იცით, მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა და საუკეთესო წლები იტალიურ ფეხბურთსა და იტალიის საფეხბურთო ნაკრებს შეალია. მაგრამ, წარმოშობით არგენტინელი მაურო, ბევრი მისი თანამემამულეს მსგავსად, ბოლოს მაინც მამაპაპისეულ არგენტინაში დაბრუნდა.
მაურო ამჟამად არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესის საფეხბურთო კლუბ “რასინგში“ თამაშობს და ცოლ-შვილით არგენტინაშივე დასახლდა, რაც, როგორც ჩანს, დიდად არ მოსწონს ფეხბურთელის ცოლს, კარინა კამორანეზის, რომელიც იტალიაში ცხოვრებასაა მიჩვეული.
კარინა კამორანეზი ამბობს, რომ არგენტინაში ცხოვრება არასოდეს ჰქონდა დაგეგმილი და ახლაც ბუენოს აირეში მხოლოდ და მხოლოდ მაუროს სიყვარულისა და პატივისცემის გამო დასახლდა. სხვათა შორის, კარინა კამორანეზი თავის დროზე იტალიის საფეხბურთო ნაკრების დიდი ქომაგიც იყო და “სკუადრა აძურას“ არც ერთ თამაშს არ აცდენდა...
www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0