x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
უდაბნო ატაკამა
imageუდაბნო ატაკამა ყველაზე მშრალი ადგილია დადამიწაზე. მის ზოგიერთ ნაილში წვიმა არასოდეს მოდის. უდაბნო 1000 კილომეტრზეა გადაჭიმული, ჩილეს ჩრდილოეთიდან პერუს სამხრეთამდე.ერთი მხრიდან მას ეკვრის წყნარი ოკეანე, ხოლო მეორე მხრიდან ანდები. უდაბნოს მიწა შედგება მლაშობის, ქვიშისა და ლავის ნარჩენებისაგან.
მიწა იმდენად მშრალი და უხეშია, რომ მთვარის ზედაპირს თუ შევადარებთ.


ნალექი
ატაკამას უდაბნოში წვიმა შეიძლება საუკუნეში მხოლოდ რამდენჯერმე მოვიდეს, თანაც, მის ზოგიერთ ნაწილში.
ნალექი აქ იმდენად მცირეა, რომ მისი გაზომვაც კი ძნელია.

image


ნისლის ბადეები
ნისლის შემაკავებელ ბადეებს იყენებენ ძალიან მშრალ ჰავიან ადგილებში, სადაც ხშირია ნისლი. როდესაც ნისლი გადაივლის, წყლის წვეთები ბადეზე რჩება და მილებში ჩაედინება. მილებიდან კი წყალი სოფლებს,
სახლებსა და ფერმებს მიეწოდება.



სანაპიროს მიმდებარე უდაბნოები
ხშირი ნისლი და სანაპირო ზოლის ცივი წყლები დამახასიათებელია ამ უდაბნოებისათვის. უდაბნო
ატაკამასთან მომიჯნავე წყნარი ოკიანის წყლების ტემპერატურა დაბალია ჰუმბოლდტის ცივი დინების ზეგავლენით ეს დინება ანტარქტიკის ჩრდილოეთიდან შემოდის. სანაპიროსკენ მქროლავი ქარები თბილი და ნოტიოა, მათ თან წვიმა უნდა მოჰყვეს, მაგრამ ცივი დინების გამო წყლის აორთქლება მცირდება, წარმოიშვება ნისლი და ღრუბელი, მაგრამ არ წვიმს.

3
1667
2-ს მოსწონს
ავტორი:დავით იაკობიძე
დავით იაკობიძე
1667
  
2014, 12 მარტი, 18:23
ატაკამა დედამიწაზე ყველაზე მშრალი ადგილია და ის ფაქტიურად სტერილურია, რადგან ტენისგან ბლოკირებულია ორივე მხრიდან, აღმოსავლეთით ანდების მთებით და დასავლეთიდან ჩილეს სანაპირო მთათა სისტემით. სანაპირო რეგიონის ჰაერის ინვერსია, რომელიც წარმოქმნილია ჰუმბოლდტის ცივი დინებითა და წყნაროკეანური ანტიციკლონის შედეგად, ატაკამის უდაბნოს ასეთი სიმშრალის უპირველესი მიზეზია. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, 1570 წლიდან 1971 წლამდე, უდაბნოში წვიმა არ მოსულა.
2013, 18 აგვისტო, 15:39
მაგარია
0 1 3