x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
რენოს სიამაყე

imageსამხედრო ავტომობილებში სახელგანთქმულ ფრანგულ კონცერნ "რენოსაც" მდიდარი გამოცდილება აქვს. მისი ერთ-ერთი გამორჩეული ქმნილება ჯავშან ტრანსპორტიორი VAB.
ეს არის საფრანგეთის არმიის მოტომსროლელეთა არმიის ძირითადი ჯავშნიანი მანქანა, რომელიც "რენომ" გასული საუკუნის 70-იან წლებში შექმნა. VAB-ის სერიული წარმოება 1976 წელს დაიწყო, 1995 წლამდე 5 000 ჯავშანტრანსპორტიორი გამოვიდა; აქედან აბსულიტური უმრავლესობა, 4 300 ეგზემპლარი - საფრანდეთის არმიისთვის დანარჩენი კი - საექსპორტოდ. VAB-მა მონაწილეობა მიიღო ევროპის ტერიტორიაზე განვითარებულ ბევრ საომარ ოპერაციაში, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ეს მანქანა წარმოდგენილი იყო ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებს შორის მომხდარ კონფლიქტებში.
ჯავშანტრანსპორტიორს აქვს დახურული შედუღებული კორპუსი, რომელიც იცავს ცეცხსასროლი იარაღის ტყვიებისა და მცირე კალიბრის საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისგან. ჯავშანი საკმაოდ მტკიცეა, 90-იან წლებში მისი ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესეს.
მძღოლი და მეთაური ავტომობილის წინა ნაწილში თავსდებიან. კორპუსის შუა ნაწილში დაყენებულია ძრავა, უკანა ნაწილში კი მოთავსებულია სადესანტო განყოფილება ორი ლუქით. სროლისთვის კორპუსის ბორტზე დატანებულია ამბრაზურები. სადესანტო განყოფილებაში თავსდება ათი სრულად აღჭურვილი ქვეითი. საჭიროების შემთხვევაში, VAB წარმატებით ასრულებს სატვირთო მანქანის ფუნქციებს. სადესანტო განყოფილებაში შეიძლება მოთავსდეს და გადაიზიდოს 2 000 კგ წონის ტვირთი.
VAB შეიარაღებულია 7.62 მმ-იანი ან 12.7 მმ-იანი ტყვიამფრქვევებით, მასზე შეიძლება დაყენდეს მცირე კალიბრის ავტომატური ქვემეხიც. ავტომობილს გააჩნია ექვსცილინდრიანი დიზელის ძრავა. ოთხივე საბურავი წამყვანია, მართვადია მხოლოდ წინა ბორბლები. იმის გამო, რომ საბურავები დიდი დიამეტრისაა, საბურავებში რეგულლირდება წნევა. გაბარიტების პირობაზე, მანქანა სამართავადაც არც თუ ისე რთულია, კარგად შედის მოსახვევებში და დაუბრკოლებლად მოძრაობს რთულ გზებზე. მას შეუძლია გადალახოს 0.5 მ სიმაღლის კედელი და 1 მ სიგანის თხრილი. წყლის წინაღობებს გადალახავს წინაწარი მომზადების გარეშე. წყალზე მოძრაობს 7 კმ/სთ სიჩქარით. ჯავშანტრანსპორტიორი აღჭურვილია სტანდარტული ფილტრულ-სავენტილაციო დანადგარით და რადიოკავშირიგაბმულობის აუცილებელი საშუალებებით.

image

image

image

1
35
8-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
35
  
2013, 17 აგვისტო, 19:18
არ გვაწყენდა, საინტერესო რამე ჩანს.
0 1 1