x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ჟან პოლ გოტიემ "საბედისწერო ქალი" შამპანიურის ბოთლისგან შექმნა

ცნობილი შამპანიურის Piper-Heidsieck სახლის და ცნობილი დიზაინერის ჟან პოლ გოტიეს ერთობრივ ნაწარმს Piper-Heidsieck Brut Vintage 2000 Black Cancan ქვია.

გოტიემ შამპანიურის ბოთლზე სვაროვსკის თვლებით გაწყობილი შავი ატლასის კოლგოტი გადაჭიმა. ბოთლის ყელს კი ბროლის შავი კრისტალებით გაწყობილი ყელსაბამი ამშვენებს.

ჟან პოლ გოტიეს თქმით, იდეის მიზანია ბოთლი მგრძნობიარე და სექსუალური საბედისწერო ფრანგი ქალის ასოციაციას აღძრავდეს.

ნაკრების გარეთა ნაწილი შავი ლაქით არის დაფარული, ხოლო შიგნით წითელი ფერით. ნაკრებში ასევე გერმანული კომპანიის SCHOOT ZWIESEL-ის მიერ დამზადებული ორი ბოკალია შესული. ასეთი ნაკრები 800 დოლარი ღირს.image

0
24
2-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ხოსიაშვილი
გიორგი ხოსიაშვილი
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0