x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
პირანიამ როსტოველ მეთევზეს ფეხის ნაწილი მოაგლიჯა

imageროსტოვის ოლქში მცხოვრები გრიგორი კურილიკინი პირანიის შეტევის მსხვერპლი გახდა, მტაცებელმა ფეხიდან ხორცი გამოგლიჯა, იმ დონეზე, რომ ძვლამდე დავიდა და "სამახოვროდ" ღრმა ჭრილობა დაუტოვა."მუხლებამდე წყალში შევედი და ანკესი მოვისროლე-ჰყვება მეთევზე- ნაკბენი ძლიერი იყო, ძვლამდე დავიდა და ბევრი სისხლი წამომივიდა".რამდენიმე დღის შემდეგ მეთევზემ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა მისი "გამამწარებელი" დაეჭირა, მან მართლაც შესძლო ეს ბადის მეშვეობით, რის შემდეგაც მან თევზი წამყვან იხტიოლოგებთან წაიღო, მათ დაადასტურეს, რომ თევზი პირანიისებრთა ოჯახიდან იყო, უკვე ბებერი, 5 წელზე მეტის, წყალსაცავში ვიღაცა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა გაუშვა, რადგან იქ პირანიები არ ბინადრობენ, იუწყება LifeNews.ეს სხვათა შორის პირველი შემთხვევა არაა, სამხრეთ ამერიკული მტაცებელი თევზი ყაზანშიც დაიჭირეს, ტბა კაბანში, წონა 1 კილოგრამი იყო, ასაკით კი დაახლოებით 4 წლის, ამის შესახებ "Московский комсомолец"-ი წერდა.

0
298
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0