x
image
worldsport.ge
სუარესმა ბოდიში მოიხადა

image“ლივერპულის” ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა და გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ Sky Sports-ი იუწყება.
ზაფხულის დასაწყისში 26 წლის ფეხბურთელმა ღიად გაანცხადა, რომ “ლივერპულიდან” წასვლა და ლონდონის “არსენალში” თამაში სურდა. თუმცა, მერსისაიდელებმა ლონდონელთა შეთავაზება უარყვეს და სუარესის გაყიდვა გამორიცხეს.
ამის შემდეგ, გარკვეული პერიოდი გავიდა და სურესმა კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა. მან გაანცხადა, რომ “ლივერპულის” ბოსები ჩემპიონთა ლიგაში ვერმოხვედრის შემთხვევაში კლუბიდან გაშვებას შეპირდნენ. კრიტიკის გამო, მას გუნდთან ერთად წვრთნა აუკრძალეს, ხოლო “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ სუარესს ვარჯიშზე მხოლოდ ბოდიშის მოხდის შემდეგ დაუშვებდა.
პარასკევს ლუისმა ბოდიში მოიხადა და Sky Sports-ის აზრით, ეს ნაბიჯი ზაფხულში გუნდიდან მისი წასვლის შესაძლებლობას დიდად ამცირებს.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0