x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ჯორჯ ქლუნი: "ეს ჩემი პირველი და იმედია, უკანასკნელი დაპატიმრებაა"

ცნობილი მსახიობი ჯორჯ ქლუნი, ორი დღის წინ, ვაშინგტონში სუდანის საელჩოს წინ გამართულ აქციაზე, მამამისთან, ნიკ ქლუნისთან ერთად დააპატიმრეს. აქცია სუდანისა და სამხრეთ სუდანის საზღვარზე არსებული ჰუმანიტარული კრიზისის წინააღმდეგ იყო მიმართული.

დაპატიმრებიდან 3 საათში, სამართალდამცავებმა ქლუნი მამამისთან ერimageთად, სიმბოლურ ჯარიმად - 100 დოლარად გაათავისუფლეს.

გათავისუფლების შემდეგ, მსახიობმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, კაცობრიობის ტრაგედიაა ის, რომ მსოფლიოში 10 ათასობით ადამიანი შიმშილით იღუპება. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რიგით მერამდენე პატიმრობაა ეს მისთვის, ქლუნიმ სიცილით უპასუხა რომ პირველი და იმედი აქვს, რომ უკანასკნელიც.

0
8
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ხოსიაშვილი
გიორგი ხოსიაშვილი
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0