x
image
worldsport.ge
უეფამ “მეტალისტი” ევროთასებიდან მოკვეთა

imageუეფამ უკრაინული საფეხბურთო კლუბი ხარკოვის “მეტალისტი” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებიდან მოხსნა.
უეფამ ასეთი გადაწყვეტილება, მას შემდეგ, მიიღო, რაც ლოზანის სპორტული არბიტრაჟის სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წელს “მეტალისტი”-“კარპატის” (4:0) მატჩი “ჩაწყობილი” იყო. ამის შესახებ, უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
უეფას სააპელაციო ინსტანციამ “მეტალისტის” მიერ გაგზავნილი ყველა დოკუმენტი განიხილა, ასევე, უეფას სადისციპლინო კომიტეტის ინსპექტორის მიწოდებულ მასალებსაც გაეცნო. შედეგად, უეფამ გადაწყვიტა, რომ “მეტალისტი” 2013-2014 წლების სეზონში ევროთასებზე აღარ ითამაშებს. ეს გადაწყვეტილება ხარკოველებმა ლოზანის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრეს.
გარდა ამისა, უეფას გადაწყვეტს “მეტალისტის” დისკვალიფიკაცია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდზე როგორ იმოქმედებს. შეგახსენებთ, რომ მე-3 რაუნდში ხარკოველებმა გათამაშებს ბერძნული პაოკ-ი გამოთიშეს და პლეი ოფში გერმანულ “შალკეს” უნდა შეხვედროდნენ.
ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
85
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0