x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ახალი ამერიკული ფილმის რელიგიური ეფექტი პოლიტიკური ელფერით

როგორც ქრისტიანული პორტალები გვამცნობენ, ახალი ამერიკული ფილმი „მამაცნი“ მასობრივად "აბრუნებს ქრისტესაკენ, რწმენასთან გულგრილად მყოფ ადამიანებს. ისინი მთელი ოჯახებით ეimageზიარებიან ქრისტიანული ზნეობის მარადიულ ღირებულებებს."

6 კვირის მანძილზე ეს ფილმი პირველ ადგილზეა შემოსავლის მიხედვით და მისი სახელწოდება არ ჩამოდის კინოაფიშებიდან.

ფილმი მოგვითხრობს ოთხ პოლიციელზე. მათი სამსახურებრივი საქმიანობა მრავალწახნაგოვნად არის მიბმული ოჯახურ კოლიზიებთან. მთავარი გმირი, საკუთარი გოგონას დაღუპვის შემდეგ, თავის ცხოვრებას უძღვნის ღმერთსა და სხვა ბავშვებზე ზრუნვას.

კალიფორნიაში ერთ–ერთმა ეკლესიამ მოაწყო აქცია „აჩუქე პოლიციელს ბილეთი“. შედეგად, ფილმი ნახა ადგილობრივი პოლიციის თითქმის მთელმა შემადგენლობამ.

პოლიციელთა შორის აღძრული გლობალური რეაქცია ფრიად შთამბეჭდავი იყო – იმ 4 ათასმა პოლიციელმა, ვინც ეს ფილმი ნახა, შექმნა ქრისტიანობის მიმდევართა ახალი ტალღა.

საყურადღებოა შენიშვნა, რომელიც გამოქვეყნდა ერთ–ერთ საიტზე („Regions.Ru“) იმის თაობაზე, რომ ამერიკელი კინომაყურებლის ინტერესი მნიშვნელოვნად გადაიხარა „მარჯვნივ“ – 2011 წელს კინოფილმის წარმატების რეცეპტი აშშ–ში მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: პატრიოტიზმი, ტრადიციული ღირებულებანი და ქრისტიანული თემატიკა. მემარცხენე იდეოლოგიით დამუხტულ ფილმებს კი 6–ჯერ ნაკლები შემოსავალი ჰქონდათ.

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ხოსიაშვილი
გიორგი ხოსიაშვილი
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0