x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
რა არის სიყვარული ?

ჯონ ლი თავის წიგნიში ‘The colours of love’ (1973) ურთიერთობის იმ ექვს სახეს განსაზღვრავს, რომელსაც შეიძლება სიყვარული ვუწოდოთ. ესენია:

• ეროსი - ეს არის რომანტიკული, ვნებიანი სიყვარული; მსგავს ურთიერთობაში სიყვარული ცხოვრების აზრია; ლი ამბობს, რომ სწრაფვა ფიზიკური სილამაზისკენ და იდეალური ტიპის ძებნა დამახასიათებელი ამ სახის ურთიერთობისთვის.

• ლუდუსი - ესაა სიყვარული თამაში ან შუესრულებელი სიყვარული; ტყუილი თამაშის ნაწილია და მას, ვინც მსგავსი სახის სიყვარულითაა შეპყრობილი შეიძლება მრავალი დამპყრობელი, თაყვანისმცემელი ჰყავდეს. სიყვარულს განიხილავენ როგორც თამაშს, რომელსაც ბევრ პარტნიორთან თამაშობენ და შესაბამისად ისწრაფიან მრავალ პარტნიორულ ურთიერთობისკენ, მაგრამ არცერთ პარტნიორთან ურთიერთობა არ არის ხანგრძლივი.

• საცავი - ესაა ნელი, განვითარებადი სიყვარული, რომელსაც საფუძვლად უდევს მეგობრობა. მსგავსი სახის სიყვარულის დროს ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი მახასიათებლებით გავდნენ პარტნიორები ერთმანეთს. ამგვარი სიყვარულის დროს ადამიანი ყოველთვის დარწმუნებულია იმაში, რომ ნახავს მხარდაჭერას და გაგებას თავის პარტნიორში. საცავი ახერხებს სიყვარულისა და მეგობრობის შერწყმას.

• პრაგმა - პრაგმატული, პრაქტიკული, ურთიერთსასარგებლო სიყვარული, შეიძლება გარკვეულწილად არც იყოს რომანტიკული. პარტნიორს შერჩევა ხდება შედარებითი პრინციპით. განიხილევენ და ირჩევენ შესაძლო კანდიდატებს შორის საუკეთესოს.ტრადიციულად ამ სიყვარულის ფორმას აგრეთვე ეძახიან გათვლით სიყვარულს. ამ დროს პარტნიორებმა კარგად იციან რა უნდათ ერთმანეთისგან.პრაგმა მსოფლიოში ცნობილია როგორც სიყვარული კონტრაქტით. ნაკლოვანებას წარმოადგენს, ემოციების სიმცირე, ვნების არ არსებობა, და არადემონსტრაციულობა, ნაკლებ გამოხატვა სიყვარულის.

• მანია - ესაა ექსტრემალური სიყვარული. სიყვარულის ძალიან ემოციური ფორმა. ვისაც მსგავსი სიყვარულის ტიპი ახასიათებს, სულელად და გიჟად მიიჩნევენ.

• აგაპე - ნაზი, მზრუნველი, ძმური სიყვარული; იშვიათია; მაგალითად, დედა ტერეზას სიყვარული . ადამიანს ამ დროს თავი აქვს გადადებული პარტნიორისთვის, ეს ერთგვარი მსხვერპლთშეწირვაა, ყველაფერს აკეთებს მისი სიამოვნებისთვის და სიხარულითვის. აგაპეს მოდელში მოქცეული ხალხი ხშირად რელიგიური ადამიანები არიან. მათთვის უცხოა ღალატი, რათა აიცილონ თავიდან საყვარელი ადამიანის გულისტკენა, არიან ძალიან მომთმენები და მშვიდები სიყვარულის ობიექტის მიმართ. მათი სიყვარული ხშირად ალტრუისტულია და უპირობო. საკუთარ თავს და ინტერესებს სწირავენ, საყვარელი ადამიანის კეთილდღეობას. ასეთი სახის ურთიერთობაში უფრო მეტი სულიერებაა, ვიდრე ფიზიკური ლტოლვა ეს ურიერთობა აგებულია უანგარო, უპრეტენზიო სიყვარულზე. ეს არის რაინდული სიყვარული.

0
64
3-ს მოსწონს
ავტორი:ანა თოფურია
ანა თოფურია
64