x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
”2 Rooms DJ Fest”

”2 Rooms DJ Fest” – ეს არის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას საქართველოში პოპულარული და ცნობადი არტისტები მიიღებენ.

ფესტივალის ფარგლებში მუსიკა ერთდროულად ორ სცენაზე იჟღერებს, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ ორ სხვადასხვა ჟანრის და მიმდინარეობის მუსიკას.

ფესტივალი 23-24 მარტს კლუბ “ციტადელში” (აბანოს ქ. # 3/8) გაიმართება.

23 მარტი - Room One: Vako Key back 2 back Vako T. The Forest, saniel beku
Room Two: Shengelia, Irakli shonia, cobert back 2 back bacho
24 მარტი - Room One: Bero. Jorjick. Solar Eclipse
Room Two: Greenbeam& Leon [ Autumn tree ] Tornike

ორივე ოთახი აღჭურვილია მაღალი ხარისხის ხმის სისტემით, განათებითა და პროექტორებით. ორივე ოთახს გააჩნია საკუთარი ბარი.

ფესტივალის დროს, ღამის განმავლობაში, ბარში სტუმრებისთვის ორჯერ ე.წ. “Happy Hour” (ბედნიერი საათი) გამოცხადდება.

ფესტივალის სტუმრების რაოდენობა მკაცრად არის განსაზღვრული. დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით მოხდება, რომელიც ფეისბუქზე “Attend”-ის სისტემით დარიგდება. მოსაწვევების მიღება კლუბ “ციტადელის” მისაღებში იქნება შესაძლებელი.

ფესტივალის განმავლობაში, კაფეში - “Georgian After Party” სტუმრებს “საკლუბო” კერძებს (სალათ ბარი, კანაპეები, სენდვიჩ ბარი და სხვა) მიართმევენ.

საფესტივალო ტერიტორიაა: 2 მთავარი ოთახი – დიდი დარბაზი და მცირე დარბაზი; საკვები ობიექტი - “Georgian After Party”; ჩილიმ ბარი და 2 VIP დარბაზი. image

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ხოსიაშვილი
გიორგი ხოსიაშვილი
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0