x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134484
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
ციტატები ანა ფრანკის დღიურიდან
image


წიგნის –“ანა ფრანკის დღიურის" ისტორია უჩვეულოა. ის დაიბეჭდა პირველად ჰოლანდიაში 50–იან წლებში. გადათარგმნილია 17 ენაზე და გამოიცა მისი მილიონობით ეგზემპლარი. მისგან შექმნილია ფილმები, პიესები. მის შესახებ ნარკვევები იწერებოდა. ეს არ არის ცნობილი მწერლის ნაწარმოები. მისი ავტორი 13 წლის ჩვეულებრივი ებრაელი გოგონაა. მაგრამ იგი იპყრობს მკითხველის ყურადღებას უფრო მეტად, ვიდრე ოსტატურად დაწერილი ნაწარმოები.

ყველასათვის ცნობილია რომ ფაშისტებმა გაანადგურეს ექვსი მილიონი ებრაელი. 20 ქვეყნის მოქალაქე, მდიდრები და ღარიბები. ცნობილი თუ უცნობი ადამიანები. არავინ იცის რას ფიქრობდნენ და გრძნობდნენ ისინი. ექვსი მილიონი ადამიანის სახელით ეს პატარა გოგონა ლაპარაკობს. არც ბრძენი და არც პოეტი, არამედ ჩვეულებრივი მოზარდი გოგონა.

ანა ფრანკი დღიურს აწარმოებდა, რასაც ხშირად აკეთებენ იგივე ასაკის გოგონები. დაბადების დღეზე მას სქელტანიანი რვეული აჩუქეს და მან ბავშვური ცხოვრების მოვლენებზე ჩანაწერების გაკეთება დაიწყო. ბავშვური ცხოვრება კი უფროსების ნებით მალე არაბავშვური გახდა.


ეს დღიური გადაიქცა კაცობრიობის ისტორიის დოკუმენტად და უდიდესი მნიშვნელობის მქონე საბრალდებო აქტად.


–ბუნება ერთადერთია, რომელიც ვერ იტანს სიყალბეს–


–შეიძლება დაუკეტო ადამიანებს პირი, მაგრამ არ შეიძლება


აუკრძალო ფიქრი, იმიტომ რომ ის ძალიან ახალგაზრდაა–


–მე ვთხოვე ღმერთს, რომ შემქმნას ისეთი რომ არავინ გავანაწყენო–


–უწესო ადამიანებს უნდა გადაუხადო იგივე მონეტით–


–მე ვცდილობ გავიცინო მათთან ზემოთ, იმიტომ რომ არ მინდა


დავანახო მათ ჩემი განცდები–


–იქნებ ერთხელ როგორც საჭიროა გავიცინოთ. დაგვეხმარებოდა.


ვიდრე ათი წვეთი ვალერიანი, მაგრამ სიცილს თითქმის


გადავეჩვიეთ–


–ორნი ჩვენ მოვიცილებდით შენ და ჩემს მარტოობას–


–მე მინდა მყავდეს არა თაყვანისმცემლები, არამედ მეგობრები. მინდა

რომ


აღაფრთოვანებდეთ მათ არა ჩემი ღიმილი, არამედ ჩემი


საქციელი და ხასიათი–


–ყველაზე რთულია–მიუხედავად დარდისა და სასოწარკვეთილებისა


გამოიყურებოდე და მოიქცე ჩვეულებრივად. საუბრობდე, ეხმარებოდე


იჯდე მათთან ერთად და რაც მთავარია იყო “ცოცხალი."


image


–მთავარია–შევინარჩუნო დამაჯერებელი სახე. არავინ არ უნდა


შეამჩნიოს რომ შინაგანად მე ახლა მუდმივ ბრძოლაში ვარ–


–როცა მე ვწერ, მე ყველაფერს ვივიწყებ. გადის სევდა და სიმამაცე


მიბრუნდება–


image

2
2184
3-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
2184
  
2013, 14 აგვისტო, 21:50
დიდი მადლობა
2013, 14 აგვისტო, 21:49
უმაგრესიი პოსტია!ყოჩაღ!!!
0 1 2