x
image
worldsport.ge
“რომა” ჟერვინიოს ვერ არეგისტრირებს

image“რომას” ხელმძღვანელობას ახალწვეული თავდამსხმელის ჟერვინიოს განაცხადში შეყვანასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. Football Italia-ს ცნობით, იტალიელებს კოტდივუარელი ფეხბურთელის წინასასეზონო შემადგენლობაში დასარეგისტრირებლად, განაცხადიდან რომელიმე იმ მოთამაშის ამოღება მოუწევთ, ვისაც ევროკავშირის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტი არ აქვს.
შეგახსენებთ, ჟერვინიოს ტრანსფერი “რომას” 8 მილიონი ევრო დაუჯდა. ოფიციალურად კი ფეხბურთელის წარდგენა მას შემდეგ მოხდება, რაც ზემოთ ნახსენები პრობლემა მოგვარდება.
ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0