x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ყველაზე უცნაური ფსიქიკური აშლილობები
ლიკანტროფია

image

სახელწოდება მომდინარეობს ბერძნულიდან (lycos–მგელი; anthropos-ადამიანი). ესაა ფსიქიკური აშლილობა, მდგომარეობა, როდესაც დაავადებულს მიაჩნია, რომ დროდადრო გადაიქცევა ცხოველად, ხშირ შემთხვევაში მგლად.

ეს არის ერთ–ერთი უძველესი ფსიქიკური აშლილობა, რომელიც ჯერ კიდევ ანტიკურ წყაროებსა და ბიბლიაშიც არის მოხსენიებული. ერთ–ერთ გამოქვეყნებულ ავადმყოფობის ისტორიაში წერია: ალკოჰოლიზმისა და დეპრესიისკენ მიდრეკილი 24 წლის მამაკაცი თვლის, რომ ადამიანის სხეულში მცხოვრები კატაა. ეს შეატყობინა შინაურმა კატამ 13 წლის წინ და ამასთანავე ასწავლა კატების ენა. მთელ თავისუფალ დროს ის კატებთან ატარებს, შეუყვარდა ზოოპარკში მცხოვრები ვეფხვი და სჯერა რომ ერთ მშვენიერ დღეს დაიხსნის "ტყვეობიდან". 6 წლიანმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო.


ამ ფენომენის ერთ–ერთი ახსნა შეიძლება იყოს თავდაცვის მექანიზმი. მაშინ როცა ადამიანში ძლიერი, საზოგადოებისთვის მიუღებელი აგრესიაა, ის ცდილობს შეინარჩუნოს სელფ–კონცეფცია ( სოციალიზაციის პროცესში მტკიცედ ჩამოყალიბებული შეხედულება საკუთარ თავზე) და ამ აგრესიას მასში მცხოვრებ მხეცსს მიაწერს. ფსიქოლოგ–ფსიქიატრთა აზრით, თუ ადამიანს გააჩნია სხვადასხვა სახის დაავადებებისადმი მიდრეკილება (მაგ. შიზოფრენია) მაშინ სრულიადნ შესაძლებელია, რომ ადამიანი "იქცეს ცხოველად" და გადმოიღოს მისი ქცევის წესები.

image


უცხო ხელის სინდრომი

ესაა იდიოკინეტიკური აპრაქსიის (კოორდინირებული მოძრაობის უუნარობა) ერთ–ერთი გამორჩეული და უცნაური შემთხვევა. ფსიქოლოგიურ ნაშრომებში მოხსენიებულია "ექიმ სტრეინჯლავის სინდრომად" ( მახატვრული ფილმის პერსონაჟი, რომელსაც უჭირდა საკუთარი ხელის კონტროლი). ძირითად შემთხვევებში ხელლი არ ემორჩილება პატრონს : შესაძლოა ახრჩობდეს მას, ჩქმეტდეს. თუმცა არის შემთხვევები, როცა "ბოროტი ხელი" ბოიკოტს უცხადებს მფლობეს: უხსნის ფეხსაცმლის თასმებს, ღილებს და ა.შ. ფსიქოლოგების აზრით ამ დროს ხელი მოქმედებს არაცნობიერსი გავლენით (ხელი თასმას იმიტომ ხსნის, რომ რეალურად ინდივიდს არ სურს სახლიდან გასვლა და ა.შ) ფსიქიატრები კი ტვინის ნახევარსფეროებს შორის კავშირის დარღვევაზე ამახვილებენ ყურადღებას. გავრცელებული მოსაზრების თანახმად ეს დარღვევა ჩნდება ტვინში სისხლის მიწოდების პროცესის შეწყვეტისას. ასევე ინფარკტების, ინსულტების, თავის ტრამვების, ალცჰაიმერის დაავადებისა და ეპილეფსიის შემთხვევების დროსაც.

პროსოპაგნოზია

image

ამნეზიის ერთ–ერთი ყველაზე იშვიათი შემთხვევა, რომლის დროსაც ადამიანს უყალიბდება სახეების გარჩევისადმი სრული უუნარობა. თუმცა აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაავადებულები დროთა განმავლობაში სწავლობენ ახლობელი ადამიანების ერთმანეთისგან განსხვავებას ხმის, მოძრაობის, ვარცხნილობის და მსგავსი მახასიათებლების მიხედვით. პროსოპაგნოზიით არავინ იბადება, ის ვითარდება ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს უკანა ნაწილის დაზინაების შედეგად.

ნაწყვეტი პაციენტის ავადმყოფობის ისტორიიდან: ინსულტის გადატანის შემდეგ პაციენტს დაუსვეს პროსოპაგნოზიის დიაგნოზი. მან მიატოვა თავისი ძველი სამსახური და დაიწყო ფერმერობა, შეიძინა ცხვრის ფარა და ისწავლა მათი ერთმანეთისგან გარჩევაც კი. ჩატარებულ ტესტებში, სადაც მას სურათებზე უნდა ამოეცნო ცხვრები ან ყოფილი კოლეგები, ცხვრების ამოცნობაში პაციენტს უფრო მაღალი მაჩვენები ჰქონდა, რაც თავის მხრივ ადასტურებს თეორიას – პროსოპაგნოზია ვლინდება მხოლოდ კონკრეტული სახის ობიექტების მიმართ. ( ამ დაავადებაზე არაერთი ფილმია გადაღებული. ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი იყო 2010 წელის გადაღებული Faces In The Crowd)

ასევე გვხვდება აშლილობები, რომლებიც დამახასიათებელია

კონკრეტული ეთნოსისთვის, სუბკულტურისთვის ან უბრალოდ განპირობებულია გარემოთი.

ინდიელთა დაავადებები: ინდიელებში გვხვდება რიგი დაავადებებისა, რომელთა ახსნა და პრევენცია საკმაოდ რთულია. "პეპლის სიგიჟე" – დაავადებული შუქის დანახვაზე იქცევა ისე, როგორც ღამის პეპელა ანთებულ ნათურასთან. ეწყება ისტერიკა და ეჯახება ყველაფერს, სანამ არ მოკვდება. "ვინდიგოს ფსიქოზი" – გარკვეული დროის განმავლობაში ეს დაავადება უბრალო ცრურწმენად მიიჩნეოდა, თუმცა შემდეგ დადგინდა, რომ მისი საფუძველი ფსიქიკურ აშლილობაშია. ინდიელებს სწამდათ, რომ მათ შეჭმას უპირებდა ქვის გიგანტური მონსტრი.

image კოტარის სინდრომი: ნიჰილისტურ–იპოქონდრიული ბოდვა. სამყაროს და საკუთარი თავის მიმართ არსებული სიძულვილის უკიდურესი გამოვლინება. დაავადებულები თვლიან, რომ უკვე მოკვდნენ ან დაკარგეს რომელიმე ორგანო. მაგ: გული, ტვინი და ა.შ. ჰგონიათ, რომ ყოველი მათი ქმედება გარშემომყოფებს ზიანს აყენებს. ამის გამო ისჯებიან და სამუდამოდ მოუწევთ მოსიარულე მკვდრებად დარჩენა.

პორფირია

ასევე ცნობილია ვამპირიზმის სახელით. ამ დროს მოშლილია ღვიძლის ფუნქცია, ვერ ხდება ჰემოგლობინის სინთეზი, ადამიანი ძალზე მგრძნობიარე ხდება მზის სხივების მიმათ. ამასთან სხვა ადამიანის სისხლის დალევა დროებით აუმჯობესებს მის მდგომარეობას. ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა დაავადებულებმა შესაძლოა ჩათვალონ, რომ ისინი მართლა ვამპირები არიან, შეიქმნან ცრუ მოგონებები, თუ როგორ გადაიქცნენ ვამპირებად კბენის შემდეგ და ა.შ

პოლიდიპსია – დაუოკებელი წყურვილის სინდრომი

ძალზე იშვიათი დაავადება, რომლესაც უფრო ფიზიოლოგიური საფუძველი გააჩნია, ვიდრე ფსიქოლოგიური. ამ დროს ადამიანი გამუდმებით სვამს წყალს. შესაძლოა დღეში 30 ლიტრიც კი დალიოს.მკურნალობის არარსებობის პირობებში დაავადებული მალევე იღუპება. დაავადების მიზეზი უცნობია, თუმცა დადგენილია, რომ ის ვლინდება და ვითარდება სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებების პარალელურად.

0
1749
2-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა ცოფურაშვილი
თამუნა ცოფურაშვილი
1749
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0