x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"ოჯახის დანგრევის მიზეზები".
imageაღნიშნული რეალობის მიხედვით, დღესდღეობით ოჯახების დანგრევის თემა მრავლობითია, მიზეზი კი ამ პროცესისა უამრავი.

როცა ოჯახურ ურთიერთობებში ბზარი ჩნდება, ქალბატონები განქორწინების გადაწყვეტილებას უყოყმანოდ იღებენ და თუ გაიგეს, რომ ქმარს სხვა შეუყვარდა, მით უმეტეს.image




და კიდევ შესაბამისი გამოკვლევებით დადგინდა, რომ ქალები გაცილებით მტკივნეულად განიცდიან მოვლენას, ვიდრე მამაკაცები.

ოჯახის სიმტკიცესა და ერთგულებაზე ქალსა და მამაკაცს


განსხვავებული შეხედულებები აქვთ.image


საკითხი კი კაცების საყურადღებოთ უფრო წამოვჭერი:

მაშასადამე მამაკაცებო, თუ კი დივანზე უფრო ხშირად იღვიძებთ, ვიდრე საკუთარ საწოლში, თუ კი სახლის კარს ისე გაიხურავთ, რომ საყვარელ ადამიანს არ ემშვიდობებით, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ თანაცხოვრების იმ ეტაპს მიადექით, რომელსაც ოჯახური ურთიერთობის კრიზისი ჰქვია. არ შეგაშინოთ მოახლოებულმა კრიზისმა, რადგან ეს ოჯახური ურთიერთობის განვითარებისათვის ბუნებრივი ეტაპია, უბრალოდ ეცადეთ აღმოფხვრათ თქვენი პრობლემა და ყველაფერი დასტაბილურდება.


image

როგორც წესი, ოჯახში წამოჭრილი ყველა პრობლემის დასაბამი არასაკმარისი კომუნიკაციაა. ისევ მამაკაცებს გეხებათ, რომ კარგი იქნება თუ ერთ ბოთლ ლუდს გვერძე გადადებთ და მეუღლეს აგრძნობინებთ, რომ ის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია თქვენს ცხოვრებაში და დამატებითი სამუშაო საათები ისევე მისი კეთილდღეობისთვისაა და არა იმისთვის, რომ მისგან შორს იყოთ.



გულწრფელობა მყარი ოჯახური ცხოვრების საძირკველია. თუ კი არსებობს რაიმე საკითხი, რომელიც დამატებით ახსნა-განმარტებას საჭიროებს, ეცადეთ ის გაარკვიოთ მეუღლესთან ერთად საუბრით და ეცადეთ იყოთ მასთან და საკუთარ თავთანაც გულახდილი.

image

და მთავარი, არავისთვისაა საიდუმლო, რომ ქალებს ყურადღება ყველაზე მეტად სიამოვნებთ, ეს კრიზისის დაძლევის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მას თავი უწინდებურად სასურველ და მიმზვიდელ ქალად აგრძნობინეთ, მართალია ახალგაზრდული ვნება წლებთან ერთად უფერულდება, მაგრამ გრძნობები იგივე რჩება. ქალებს ყვავილებზე, სუნამოზე და სხვა საჩუქრებზე მეტად თქვენი ყურადღება სჭირდება, ეს ყველაფერი მხოლოდ დამატებითი ინდიკატორია.



და ბოლოს, დაუმტკიცეთ მეუღლეებს, რომ ის არა მხოლოდ ჭურჭლის მრეცხავია სამზარეულოში, არამედ თქვენი ოცნების ქალი, რომელსაც ბედნიერ ცხოვრებას დაჰპირდით და მის გამო ახლაც უამრავ სიგიჟეზე ხართ წამსვლელი.

გისურვებთ წარმატებებს.


7
304
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
304
  
2013, 7 აგვისტო, 14:41
აუცილებლად ვნახავ მივყვები თანმიმდევრობით
2013, 7 აგვისტო, 14:38
მანდილოსნებზეც დავწერე ბატონო თედო, ალბათ არ გინახავთ. მადლობა მოწონებისთვის.
2013, 7 აგვისტო, 14:22
ძალიან კარგი სტატიაა მეგობარო მე პირადად ძალიან მომეწონა მაგრამ უკეთესი იქნებოდა მანდილოსნებზეც დაგეწერა იმიტომ რომ ბევრი შემთხვევაა რომ ქალები ოჯახის დანგრევას ძალიან ადვილად ეგუებიან
2013, 7 აგვისტო, 11:12
რა თქმა უნდა, ჩვენც ბევრი დაფიქრებაგვმართებს, უბრალოდ ჯერ მამაკაცებზე გავამახვილე ყურადღება, შევეცდები ქალებზეც დავწერო რამე.
2013, 7 აგვისტო, 11:05
გეთანხმები ყველაფერში:)
მაგრამ ქალებსაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მამაკაცებსაც სჭირდებათ ყურადღება და სითბო. ერთი კარგი სტატია ამ თემაზეც სასარგებლო იქნებოდა. :)
2013, 7 აგვისტო, 0:12
მადლობა ;)
2013, 7 აგვისტო, 0:10
კარგი სტატიაა
0 1 7