x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ბეშუმი
imageბეშუმი მდებარეობს ხულოს რაიონში, ზღვის დონიდან 1930 მეტრის სიმაღლეზე. ქალაქ ბათუმიდან 140 კმ–ის დაშორებით და

წარმოადგენს მთის კლიმატურ და ბალნეოლოგიურ კურორტს. მთავარი ფაქტორია ჰაერის გამჭვირვალობა და უმნიშვნელო ტენიანობა, მზის ულტრაიისფერი სხივების სიუხვე და მინერალური წყლები, მდიდარი ბუნებრივი გარემო... ტერიტორიები და მისი შემოგარენი დაფარულია ახალგაზრდა წიწვოვანი ხეებით (ნაძვი, ფიჭვი).


აღსანიშნავია, რომ ბეშუმის ჰაერი დადებითად მოქმედებს როგორც ბავშვთა ქრონიკულ, ასევე სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულიოზურ დაავადებებზე, ბრონქიალურ ასთმაზე, სისხლნაკლებობაზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებზე.


კურორტი "ბეშუმი" ფუნქციონირებს ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის დასაწყისამდე. აქ დგას შესანიშნავი დასასვენებელი სახლი ''ბეშუმი'', მრავალი კოტეჯი და სააგარაკო სახლი, რომელშიც ყველა პირობაა შექმნილი თქვენი კომფორტული და სასარგებლო დასვენებისათვის.



ზაფხული ბეშუმში ზომიერად გრილია (აგვისტოში საშუალო ტემპერატურა 17, 0°C), ზამთარი ზომიერად რბილი (იანვარში საშუალო ტემპერატურა -5, 0 °C). მკურნალობენ სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულიოზურ დაავადებებს, სისხლნაკლებობას, ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს. სეზონი - ივნისი-სექტემბერი.


ტურიზმის მხრივ ძირითადად განვითარებულია კერძო სექტორი, მაგრამ არის კოტეჯები და დასასვენებელი სახლები. კურორტზე არის
კინო-თეატრი.


ბეშუმში ყოველ წელს (7 აგვისტოს), ტრადიციულად, შუამთობის სახალხო დღესასწაული იმართება და ეს დღე გამორჩეულია კურორტის დამსვენებელთათვის. ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ ხალხური შემოქმედების ჩვენება (დოღი, ჭიდაობა) და სახალხო სეირნობა იმართება. ამ დღეს უამრავი ადამიანი იყრის თავს კურორტზე.

0
331
3-ს მოსწონს
ავტორი:სულიკო გათაშვილი
სულიკო გათაშვილი
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0