x
image
worldsport.ge
ბეილი ვილაშ-ბოაშმა გაანაწყენა

image ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველი გარეტ ბეილი გუნდის თავკაცის – ანდრე ვილაშ-ბოაშის მიერ გაკეთებული კომენტარებით უკმაყოფილოა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ უელსელის მადრიდის “რეალში” ტრანსფერი არარეალურია.
ჯერჯერობით, თავად ბეილი საჯარო კომენტარებისგან თავს იკავებს. სამაგიეროდ, Sky Sports-ის ჟურნალისტმა ემი ლუისმა შემდეგი განაცხადა: “ფეხბურთელთან დაახლოებული გამოცემის წარმომადგენლებს ვესაუბრე. მითხრეს, რომ ვილაშ-ბოაშის სიტყვებმა ბეილი ძალზე გაანაწყენა. მას აწუხებს ის, რომ “ტოტენჰემი” ტრანსფერის წინააღმდეგია. ფეხის ტრავმის გამო, ბეილს “მონაკოსთან” არ უთამაშია. ის ვარჯიშს შემდეგ კვირაში განაახლებს. ჯერჯერობით, გაურკვეველია, გადავა თუ არა ბეილი “რეალში”, მაგრამ ჩემს მიერ ხსენებული გამოცემა დარწმუნებულია, რომ ტრანსფერი შედგება”.


ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0