x
image
worldsport.ge
ფინალამდე სერბები მოურინიომ გაამხნევა

image19 წლამდე ფეხბურთელებს შორის, ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის ფინალში ფრანგების დამარცხების (1:0) შემდეგ, სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუბინკო დრულოვიჩმა განაცხადა, რომ თამაშამდე ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გაამხნევა.
“ვიცოდი, რომ საფრანგეთის წინააღმდეგ ძალიან რთული თამაში იქნებოდა, განსაკუთრებით ტაქტიკური თვალსაზრისით. ჩვენ როგორც ერთიანმა გუნდმა ისე ვითამაშეთ და მოგება დავიმსახურეთ. თამაშამდე ჟოზე მოურინიოსგან ტექსტური შეტყობინება და მან მოგვწერა, რომ ფინალში გავიმარჯვებდით.
განვლილ თამაშში ძალიან მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი გვქონდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, რადგან მოთამაშეებმა იცოდნენ, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდ მატჩს თამაშობდნენ. შესვენების შემდეგ, ჩვენ შანსს ველოდით და ის გამოვიყენეთ.
ეს ბიჭები იმსახურებენ, რომ ჩემპიონები და თავისი ქვეყნის გმირები იყვნენ. ეს სერბეთის ისტორიაში უდავოდ უდიდესი საფეხბურთო მიღწევაა. უახლოესი რამდენიმე დღე ამ გუნდისთვის სადღესასწაულო იქნება. მათ დიდი საფეხბურთო კარიერა ელოდებათ. ისინი დასაწყისიდანვე ფანტასტიკურები იყვნენ და მათი ყოველთვის მჯეროდა.
როგორც ფეხბურთელს ხანგრძლივი კარიერა მქონდა, რომელის განმავლობაში 14 ტიტული მოვიგე და ეროვნულ ნაკრებში 38 თამაში ჩავატარე. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მითამაშია, მაგრამ ეს ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევაა, რადგან სერბეთთან ერთად პირველი ტიტული მოვიგე” – იუწყება დრულოვიჩის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
ფინალში სერბებმა ფრანგები 57-ე წუთზე ანდრია ლუკოვიჩის მიერ გატანილი გოლით დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატი პირველად მოიგეს. აქვე გეტყვით, რომ დრულოვიჩსა და მოურინიოს ერთად პორტუგალიის “პორტუში” უმუშავიათ.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0