x
image
worldsport.ge
გვარდიოლა: “ბაიერნი” სეზონისთვის მზადაა”

image მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცმა პეპ გვარდიოლამ “მანჩესტერ სიტისთან” “აუდის თასის” მატჩის (2:1) შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი ახალი სეზონისთვის უკვე მზადაა.
“კმაყოფილი ვარ. პირველ ტაიმში კარგად ვთამაშობდით. მეორე ნახევარში გადაღლა შეგვეტყო. მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში, “ბაიერნი” ახალი სეზონისთვის მზადაა. გუნდის მდგომარეობა დადებითად ფასდება. როდესაც “მანჩესტერ სიტისნაირ” გუნდს ხვდები, შენს კართან საგოლე მომენტებს გვერდს ვერ აუვლი”, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal-ი.
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლამ “ბაიერნის” თავკაცის პოსტზე იუპ ჰაინკესი შეცვალა.


ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0