x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რას ფიქრობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები საკუთარ ცხოვრებაზე.
რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ჰოლივუდის ცნობილი მსახიობებისა და შოუბიზნესის ვარსკვლავებს უზრუნველი და კარგი ცხოვრება აქვთ მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა. მათი ფრაზები და გამონათქვამებიც იგივეს ამტკიცებს. ბევრი ფული, უზრუნველი ცხოვრება და სხვ. რაც აქვთ სამწუხაროდ არ იძლევა ყველაფრის საშუალებას.

გთავაზობთ ვარსკვლავების ფრაზებს, რომლებიც სხვადასხვა დროს რეიტინგულ გამოცემებში დაიბეჭდა, ან ღონისძიებებზე ითქვა.


image
ტეილორ სვიფტი: ყოველთვის ფერმკრთალი ვიყავი. კოლეჯში ყოფნისას საკუთარ გარეგნობას ომი გამოვუცხადე და ვოცნებობდი ლოგინში გარუჯულს დამეძინა.


image
ჩენინგ ტატუმი: ბავშვობაში ვფიქრობდი, რომ უნიჭო და უუნარო ვარ. ამ გრძნობას ვებრძოდი, თავიდან შიში დავამარცხე, მერე კი ახალი ძალით შემომიტია. ან დეპრესია მქონდა, ან წარუმატებლობა და სრული კრახი. მესმის, რატომ იკლავენ ბავშვები თავს. ეს ნამდვილი საშინელებაა.



image
ელენ დეჯენერესი: ყოველთვის მინდოდა მეხუმრა ისე, რომ არავის გრძნობები შევურაცხვყო.


image
ემა უოტსონი: ადამიანად ჩამოყალიბდე, ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია. სკოლაში არწივივით ვიყავი - ყოველთვის ხელი მქონდა აწეული და ვაქტიურობდი. დროთა განმავლობაში დავრწმუნდი, რომ თუ საქმეს გულით გააკეთებ, ტკივილის შემდეგ წარმატება მარტივად მოვა.


image
კრისტინა აგილერა: ადამიანებს, რომლებიც თავს მარტოსულად გრძნობენ, გარიყულები არიან და გული სტკივათ, ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ ხმის ამოღების უფლება აქვთ. ამ ხერხით გადარჩებით და თავს გაიტანთ.


image
ლეან რაიმსი: მთელი ბავშვობა სხვის აზრს ვითვალისწინებდი. თინეიჯერობაშიც კი გონებაში სულ მესმოდა, ხალხი რას იტყვის ჩემზე. ეს გრძნობა თითქოს ჩემი სამუშაოს ნაწილად იქცა. რამდენიმე წლის წინ გავაცნობიერე, რომ მნიშვნელოვანი მხოლოდ ისაა, რასაც მე ვფიქრობ.


image
კეტი პერი: ყველა გოგონას მივმართავ - ოცნებების ასახდენად სრულყოფილება არაა საჭირო. საშინლად ვცეკვავ, უშნო კბილები მაქვს, მაგრამ სწორედ ეს ატრიბუტები ქმნიან ჩემს პიროვნებას.


image
ჰოლი ბერი: ბავშვობაში დედამ მითხრა - თუ წაგებას ღირსეულად არ შეხვდები, ვერც მოგების ხიბლს შეიგრძნობ, თუ კრიტიკას არ მიიღებ, ჯილდოსაც დაემშვიდობეო.


image
ჯასტინ ტიმბერლეიკი: მიყვარს ქალი, რომელსაც არ ადარდებს, მოსწონს თუ არა სხვას მისი გარეგნობა. ასეთმა ქალმა საკუთარი თავის ფასი იცის და ადვილად ტოვებს მათ, ვინც მასში დადებითს არ ხედავს. აუცილებელი არაა, გოგონა კაცის გამო ლამაზ კაბაში გამოეწყოს. ქალს
მხოლოდ ის უხდება, რაშიც თავს კომფორტულად გრძნობს.


image
დრიუ ბერიმორი: როდესაც ახალგაზრდობაში სხვებს აჩვენებ, რომ მათზე გაცილებით მეტი რამ გაქვს, სასიამოვნო შეგრძნებაა, თითქოს გრძნობ, რომ მნიშვნელოვანი ხარ. თუმცა, გვავიწყდება, რომ გარეთ უფრო დიდი სამყაროა. ამ დიდ სამყაროში არავის აინტერესებს, რომ სკოლაში დედოფლად აგირჩიეს, ან კოლეჯის ფეხბურთის გუნდში მწვრთვნელის თანაშემწედ აგიყვანეს. ამ დროს უნდა გაარკვიო, ვინ ხარ.


image
ჯეკი ჩანი: სკოლაში შეშინებული ვიყავი და ფიზიკურადაც მისწორდებოდნენ. ერთხელაც ახალი კლასელი შემოგვემატა. მასაც გადაემტერნენ და ერთ-ერთი ჩხუბის დროს თავდაცვაში დავეხმარე. მაშინ მივხვდი, რომ საკუთარ თავსაც დავეხმარებოდი.


image
ჯონი დეპი: როდესაც სკოლა დავამთავრე, ერთადერთი გრძნობა დამეუფლა - მსურდა, დაუნდობელი ვყოფილიყავი.


image
ტომ კრუზი: ახალგაზრდობაში ახლო და ერთგული მეგობარი არასდროს მყავდა. ყოველთვის ვიყავი ახალი მოსწავლე, რომელსაც საშინელი აქცენტი აქვს.


image
ჯენეტ ჯექსონი: ერთხელ დავალება მოგვცეს, რომ სარკეში ჩაგვეხედა და დაგვეწერა, რა მოგვწონს საკუთარ თავში. სარკეში ჩავიხედე და მთელი დღე ვტიროდი, რადგანაც ვერაფერი დავინახე ისეთი, რისი რვეულში ჩაწერაც ღირდა.


image
ჯესიკა ალბა: ყოველთვის სუსტი და უშნო ბავშვი ვიყავი. მეგობრები არ მყავდა და როდესაც სკოლის ეზოში ხის ძირში სენდვიჩს ვჭამდი, პოპულარული გოგონები აბუჩად მიგდებდნენ.





0
150
4-ს მოსწონს
ავტორი:TAYLER
TAYLER
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0