x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ჩიკაგოს სამიტზე ღია კარის პოლიტიკა დადასტურდება

ამერიკის სენატში გამართულ შეხვედრაზე ის საკითხები განიხილეს, რომელსაც ორ თვეში, ჩიკაგოს სამიტზე გაამახვილებენ ყურადღებას.

ალიანსის გაფართოება არ იგეგმება, მაგრამ წევრი სახელმწიფოები დაადასტურებენ ღია კარის პოლიტიკას იმათთვის, ვისაც ნატოში გაწევრიანება სურთ. ამ ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოსთან ერთად მონტენეგრო, ბოსნია და მაკედონია მოხვდნენ.

სენატორის ჯონ მაკკეინის თქმით, სამწუხაროდ, ნატოს გაფართოება არ იქნება ჩიკაგოს სამიტის განსახილველი თემა, თუმცა, მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკის დადასტურება ასპირანტი სახელმწიფოებისთვის.

კონგრესში მიწვეული იყო აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი, რომელიც ქვეყნის ადმინისტრაციაში მაშინ მუშაობდა, როცა ალიანსი მეოთხედ გაფართოვდა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს თემასაც შეეხებიან.

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ხოსიაშვილი
გიორგი ხოსიაშვილი
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0