x
image
ია გელიტაშვილი
ერის მთავარი პრობლემა

ნაციონალურმა მოძრაობამ რამდენიმე ქალაქში გამოიყვანა მხარდამჭერები რომლების მოითხოვენ ვანო მერაბიშვილის განთავისუფლებას.
რატომ უნდა გაანთავისულონ ვანო მერაბიშვილი?
რითი გამოირჩევა იმ ადამიანებისაგან რომლებიც დაკავებულები იყვნენ დანაშაულის გამო ან პოლიტიკური ნიშნით.საქართველოს ჰყავს 190პოლიტ პატიმარი რომლებიც ნაციონალური მოძრაობის ბატონობის დროს უდანაშაულოდ იხდიდნენ სასჯელს და დღეს ნაციონალური მოძრაობა ითხოვს 26მაისის ავტორის განთავისუფლებას.რომლის კისერზეცაა სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის და კიდევ იმ უამრავი ადამიანის სიცოცხლე რომლებიც დაშავდნენ 26მაისს.
კი ვანო მერაბიშვილს ეკუთვნის ასევე პოლიციის რეფორმა, მაგრამ ეს პოლიციაარ იყო ხალხისკენ და მთლიანად ექვემდებარებოდა სახელმწიფოს, ჩადიოდა უკანონო საქციელს მთავრობის ზეგავლენითა და იძულებით.ვანო მერაბიშვილმა უნდა აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულზე, როდესაც 2003 წელს ნაციონალური მოძრაობა მოვიდა ქვეყნის სათავეში მათ დააკავეს ყოფილი მთავრობის წევრები, რადგან სწორედ ამას ითხოვდა ხალხი მათგან.ახლა ჩვენ ვითხოვთ იმ მიჩქმალული საქმეების გამოძიებას ქართული ოცნებისგან რათა ქვეყანაში დაიწყოს სიმართლისა და სამართლის აღდგენა.კოჰაბიტაცია არ ნიშნავს ხელის დაფარებას კიდევ ერთი და უამრავი დანაშაულის ჩადენას.სულაც არ გვინდა კოჰაბიტაცია თუ ამით ჩვენ უნდა დავმალოთ წინა მთავრობის დროს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები.უნდა იქნეს გამოძიებული თითოეული საქმე, რათა დემოკრატია და სამართლიანობა დავამყაროთ.
სააკაშვილმა თქვა თავის ერთ-ერთი გამოსვლის დროს სამართლის დაბრუნება და თავისუფლება რომ გინდათ როდის იყავით თავისუფლები, რომ ახლა დაიბრუნოთო!!
სწორედ ასეა და დღეს ჩვენ გვინდა ვიყოთ თავისუფლები და ვიყოთ პირველი ქვეყანა რომელიც იბრძოლებს და დაამყარებს დემოკრატიასა და თავისუფლებას სამშობლოში.
სექსუალური უმცირესობის დევნისა და ცემის ნაცვლად ჯობია იმ ადამიანებს დავეხმაროთ ერთ მუშტად შეკრულები რომლებსაც საზღვარი 300მეტრით გადმოუწიეს.
ჩვენთვის საკმარისია ერთი ხელის დაქნევა, რომ ჩვენი დავანგრიოთ და სხვისის აშენება დავიწყოთ.ოღონდ ბოლომდე იმასაც არ დავამთავრებთ.image

0
38
2-ს მოსწონს
ავტორი:ია გელიტაშვილი
ია გელიტაშვილი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0