x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსოფლიოს 5 ყველაზე შოკისმომგვრელი ანატომიური მუზეუმი

image 1-მუზეუმი "ვროლიკი"(ამსტერდამი, ჰოლანდია)-მუზეუმი დაარასეს მამა-შვილმა ვროლიკებმა, ჰერალდეს და უილიამ ვროლიკი პროფესიონალი მედიკოსები იყვნენ და სწავლობდნენ ადამიანის მუტაციას, მუზეუმში შეხვდებით სიამის ტყუპებს, ბავშვ-ციკლოპებს და ორთავიან ადამიანებს, მუზეუმიდან ადამიანები შოკირებულები გამოდიან. 2- The Human Body Exhibition-ანუ ადამიანის სხეულის ნაწილების გამოფენა პირველად 2005 წელს გაიმართა ფლორიდაში, წარმოდგენია ბალზამირებული ადამიანის სხეულები და მისი როგორც ჯანმრთელი, ასევე დაავადებული ნაწილები, მისი ნახვა საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე, მაგრამ 2005 წლის შემდეგ გამოფენა მსოფლიოს უამრავ ქალაქში გაიმართა:დუბლინში, ამსტერდამში, მადრიდში, ატლანტაში, ვენაში, ბუენოს-აირესში, პრაღაში, სოფიაში, ბუდაპეშტში, ნიუ-იორკში, ჰაიფაში, ლონდონში და კიდევ მრავალ ადგილას. 3-კუნსტკამერა სანტ-პეტერბურგში-ეს მუზეუმი პეტრე პირველმა დაარსა 1714 წელს, აქაა შეგროვილი დაახლოებით მილიონი ექსპონატი-ესაა მუზეუმი სადაც წარმოდგენილია მახინჯი, დამახინჯებული ან მუტაციის შედეგად გარდაქმნილი ადამიანების მუმიები.image
4-პარაზიტოლოგიური მუზეუმი ტოკიოში-დაარსებული იქნა 60 წლის წინ დოქტორ სტვურო კამეგაის მიერ, მან დაიწყო პარაზიტების შეგროვება, რომ ანახოს ადამიანებს თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ჰიგიენას თუ არ დაიცავთ, ან არ იმკურნალებთ.მუზეუმი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაარსდა, მაშინ მოსახლეობაში სიდუხჭირის გამო ფართოდ იყო გავრცელებული პარაზიტები.image 5-ადამიანის სხეულის მუზეუმი ჰოლანდიაში-მუზეუმი 12 წელი კეთდებოდა, მის შექმნაზე 7 მილიონი დოლარი დაიხარჯა, შენობაში მოთავსებულია ადამიანის გიგანტური მაკეტი, მნახველები შიგნით დასეირნობენ და ახლოს ეცნობიან ორგანოებს და მისი მუშაობის პრინციპეპს, მნახველებს დაჰყვებათ გიდი-პროფესიონალი ექიმი, რომელიც დაწვრილებით მოუთხრობს ან პასუხობს დამთვალიერებლებს.image

1
413
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
413
  
2013, 30 ივლისი, 23:01
ბოლო მუზეუბს სიამოვნებით ვესტუმრებოდი
0 1 1