x
image
worldsport.ge
ერიკ ლამესას შესაძლოა “რქები დაადგეს”

imageცოტა ხნის წინ, იტალიურმა “ყვითელმა პრესამ”, კონკრეტულად კი ერთ-ერთი აპენინური ბულვარული ჟურნალის რედაქტორმა, იტალიური “რომას” ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელის, ერიკ ლამელას სატრფო ერთობ საინტერესო ვითარებაში დააფიქსირა.
ზემოთხსენებული ჟურნალის რედაქტორი იტალიის დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ ფეშენებელურ რესტორანში დავანებულიყო, როდესაც ერიკ ლამელას სატრფო, სოფია ერერო, საზოგადოებისათვის სრულიად უცნობ ადამიანთან ერთად, ერთობ რომანტიკულ გარემოში შეამჩნია.
სოფია და უცნობი მამაკაცი სანთლებანთებულ მაგიდასთან ისხდნენ, ღვინოს წრუპავდნენ და ტკბილად ჭუკჭუკებდნენ. დაადგა თუ არა “რქები” არგენტინელ ფეხბურთელს თავისმა გულისსწორმა, ეს ჯერ არ დამტკიცებულა, მაგრამ “ყვითელ პრესას” სალაპარაკო კი ნამდვილად მიეცა...


www.worldsport.ge

0
209
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0