x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"დუმილი, ვით სამარე"... (1ნაწილი)

image 22 თებერვლის დილა სუსხიანი გათენდა. ცივმა ზამთარმა გაიხანგრძლივა ყოფნა და ამაყად დაბრძანდებოდა ქუჩებში, გაზაფხულის ცივი მზე კი ცდილობდა მეტი მცხუნვარება გამოეჩინა და თამამად აფრქვევდა სხივებს.


მზის სხივმა ვილმა გამოაღვიძა. მისი გაყინული სხეული საბნის მიღმა იმალებოდა. დიდხანს იმალა, შეაჟრჟოლა და საბანში გაეხვია, თითქოს ხუთი წუთით წაუძინა, მაგრამ უცებ გადაიძრო საბანი, წამოხტა საწოლიდან და საათს მიაჩერდა. დილის 11 საათი იყო, ტუჩები მოიკვნიტა და კვლავ საწოლს მიმართა, ჩამოჯდა და მის შავ თვალებს ცრემლი წასკდა. წამოწვა "პიჟამოს" ამარა და სევდით სავსე ცრემლიანი თვალები "წმ გიორგი"-ს ხატს აღაბყრო, რომელიც მის საწოლთან კედელზე ეკიდა. კომოდიდან სარკე აიღო, ჩაიხედა, დახუჭა თვალები და გულამომჯდარი ატირდა.


-- ო, ღმერთო, რა კოშმარია, კაპრონივით შავი თმა, რა მოვუხერხო, თან მსუქანა ვარ, რატომ ამდენი ნაკლი??!! რა დავაშავე, რაა!! (და სარკე კედელს მიანარცხა)



ხმაურზე დედა შემოვიდა, მიუხვდა შვილს კაპრიზის მიზეზს, საწოლზე ჩამოუჯდა, ჩაიხუტა და დაუწყო ალერსი:


-- ვისა აქვს ლამაზი ცხვირი? ლამაზი წამწამები, პატარა ყურები, ლამაზი ხელის თითები და კანის თეთრი ფერი?? რატომ დადებითს ვერ ხედავ? ლამაზი ხარ დედა გენაცვალოს. კაცმა რომ იკითხოს ჭკვიანი ხარ და ეს რა დაგმართვნია?! ადექი ჩაიცვი, თიკას დაბადების დღე ხომ არ დაგავიწყდა?


ვილმა დედის სიტყვებზე გონს მოეგო, ცრემლები შეიმშრალა, ჩაეხუტა, ადგა, ტელეფონი აიღო და დარეკა:



-- თიკა, მე ვარ...


*** ხო ვილმა, როგორ ხარ?

-- გილოცავ თიკ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვალ...


*** გადაირიე?!!

-- რა ვქნა, არ გამოდის, პრობლემები მაქვს.


*** ძალიან კარგათ ვიცი ეგ შენი პრობლემები და იცი რას გეტყვი? მაგ შენმა პრობლემებმა თავი ძალიან მომაბეზრა და დღეს თუ არ მოხვალ, შეგიძლია საერთოდ აღარ დამენახო.


-- იცი თიკა...

მაგრამ არ აცადა თიკამ მეტი სიტყვა და ტელეფონი გათიშა.




დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ძლივს გადაწყვიტა ვილმამ წასვლა. კარადიდან სვიტრი და ბოლოკაბა გამოიღო, ჩაიცვა, თმა დაივარცხნა და კუდი შეიკრა, დედას დაემშვიდობა, შემოსასვლელში საკიდიდან ქურთუკი ჩამოხსნა, შემოიცვა და კიბეები მისი შეკვრით ჩაირბინა. მაღაზიაში შეიარა, საჩუქარი იყიდა და პირველი საათისთვის უკვე თიკსათან იყო.



რაღა თქმა უნდა თიკას ძალიან გაუხარდა მისი დანახვა, ისინი ხომ ბავშვობის მეგობრები არიან, თანაც კლასელები.


*** ვილმა, ძალიან მტკივა შენს გამო გული, ნუ ხარ ყველაფერზე ასე მგრძნობიარე, ნუ იკომპლექსებ თავს რაღაც სისულელეების გამო. იცი როგორ ვღელავ შენზე?


ვილმა "კიდევ ერთხელ" მიხვდა რომ სულელურად იქცევა ხოლმე, ჩაეხუტა თიკას და გაეღიმა. ამ დროს თიკას დედა შემოვიდა ლანგრით ხელში: ყავა მოგიტანეთ გოგონებო, სამ საათამდე დროა და სანამ სტუმრები მოსულან ტკბილეულიც მიირთვით. გოგონებმა მუსიკასაც აუწიეს და ხალისობდნენ.



სამი საათისთვის უამრავმა სტუმარმა მოიყარა თავი. იუბილარი თიკა კი სიხარულისგან დაფრინავდა. თამადად, როგორც საპატიო სტუმარი თიკას ბიძაშვილი-გიოს ძმაკაცი დიტო დანიშნეს. დიტო ძალიან მხიარული, იუმორით სავსე ბიჭი იყო, სუფრას კარგათ გაუძღვა და ყურადღებაც არავისთვის დაუკვლია, განსაკუთრებით ვილმასთვის, რომელიც მას და თიკას შორის იჯდა.


ამასობაში ჩამოღამდა. თიკამ ქეთი დეიდა გააფრთხილა, რომ ვილმა ღამით მასთან დარჩებოდა, გიო და დიტოც დარჩნენ და ახალგაზრდებმა გათენება გადაწყვიტეს. თიკამ შეატყო ვილმას, რომ დიტო მოეწონა და ყველანაირად ცდილობდა მათ დაახლოვებას.



თიკა დროს ისე მხიარულად ატარებდა, რომ მხედველობიდან ტორტი გამორჩა. შემოიტანეს ანთებული ტორტი, იუბილარმა ტრადიცებს არ გადაუხვია, ტორტი ჩააქრო და რაღა თქმა უნდა სურვილიც ჩაიფიქრა, თან დაუმატა და რომ გვერძე მჯდომებმა ერთმანეთს უნდა აჭამოთო და ვილმას თვალი ჩაუკრა, რადგან დიტო ვილმას გვერდით იჯდა. ყველა შევიდა აზარტში, მარტო ჭამით არ შემოიფარგლნენ, ერთმანეთს დაუწყეს ტორტის წასმა, ცოტათი დათვრნენ კიდეც, ცეკვავდნენ, იცინოდნენ და ამასობაში დაათენდათ.

4
55
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
55
  
2013, 26 ივლისი, 13:41
რატომ ცვლი?არ შეცვალო ხიბლიც სწორედ მაგაშია რომ ყველაფერი თანამედროვე ხო არ იქნება?
2013, 26 ივლისი, 13:21
გაიხარე საყვარელო, ვცდილობ ეხლანდელ მოვლენებს მივუსაბამო, თორემ 10 წლის წინ მაქვს დაწერილი :)) ზოგჯერ აისახება ძველი დროც, რადგან ყველაფერს ვერ შევცვლი :)
2013, 26 ივლისი, 13:16
საინტერესოა,სწტაფად ვითარდება,ახალგაზრდულია და მხიარული მომეწონა
0 1 4