x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134477
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულებს შორის ქორწინება?!
image

2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, საქართველოში მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად, მართლმადიდებელ ოჯახებში ყოველი მესამე და მომდევნო ბავშვის მონათვლის ინიციატივა გამოთქვა, რაც მოწონებულ იქნა საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ.image



დღეისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უკვე რამოდენიმე ათასი ნათლული ჰყავს და ეს რიცხვი სწრაფად იზრდება.


ასევე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უპრეცედენტო დემოგრაფიული ზრდა დაფიქსირდა. image
ანუ ინიციატივამ უკვე დიდი შედეგი მოუტანა ქვეყანას ამ მხრივ მაგრამ......



მორწმუნე საზოგადოებაში უკვე გაჩნდა კითხვა: იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვები ერთი თაობისანი არიან,

პატრიარქის ნათლულებს, როგორც სულიერ ძმებსა და დებს, როდესაც მიაღწევენ ზრდასრულ ასაკს, შეეძლებათ თუ არა ერთმანეთთან ქორწინება?

image
მომავალში აღნიშნული საკითხი მრავალი ოჯახისთვის შეიძლება ძალზე აქტუალური გახდეს.

image
რჯულის კანონით ჩვენ ვიცით რომ მკაცრად იკრძალებოდა ქორწინება ნათლიასა და ნათლულს შორის, რომ სულიერი ნათესაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხორციელი კავშირი, მაგრამ ასეთი შემთხვევების მსოფლიო საეკლესიო პრაქტიკა, წმინდა სინოდს მიანდობსხოლმე ინდივიდუალურად განსახილველ ცალკეულ შემთხვევებს და დასაშვებად მიიჩნევენ ასეთ ქორწინებებს...

image
ირღვევა თუ არა ამით დოგმად მიჩნეული ნორმები, ამის განხილვა მკითხველისთვის მიგვინდია?!


p.s. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის 2007 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ კონკრეტულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებთან დაკავშირებით, იქნას გამოყენებული საეკლესიო იკონომია და მომავალში, თუ შეიქმნება ამის პრეცედენტი, დაიშვას მათ შორის ქორწინება!






17
1496
20-ს მოსწონს
ავტორი:ირინა ნადაშვილი
ირინა ნადაშვილი
1496
  
2013, 27 აგვისტო, 13:46
მადლობა ირინა ასთი სტატიის დაწერისათვის
მინდა გითხრათ რომ მე ჩვენს პატიარქს დიდი პატივ ვცემ და ძალიან მიყვარს მაგრამ საწუხაროდ ვერ დავეთანხმები.
2013, 8 აგვისტო, 12:03
დგეს ყველა როგორც უნდა ისე ჭრის და კერავს რასაც უნდა არ აქვს ამას მნივნელობა კანონია ეს თუ წესები, მაგრამ ჭეშმარიტება არ უნდა დაიკარგოს საზოგადოებაში, მე არ ვეთანხმები პატრიარქის ნათლულებს შორის წორწინებას, შვილების გაჩენა რამე პროპაგანდის გარეშეც უნდა გინდოდეს, მოკლედ სასწაული ხალხი ვართ რა? ფიცი გვწამს ბოლო გვაკვირვებს:(
2013, 2 აგვისტო, 13:22
ათეისტების ბრბო. წამთ თუ ამათ საერთოთ ღმერთის. ამაშიც პოლიტიკოსები იქნებიან ჩარეულები. საზოგადოების მატების გამო ყველადერს გადააბიჯებენ. მესმის რო საწიროა ჩვენი მატება პატარა ერი ვართ მაგრამ ამ ხერხებით არა...
2013, 28 ივლისი, 22:48
მადლობა მეგობარო რომ მეთანხმებით თორემ პირველად აღმოვნჩნდი ასეთ სიტუაციაში
2013, 28 ივლისი, 22:40
ეს ძალიან მძიმედ გადასაწყვეტი თემაა არ ვიცი რა ვთქვა?
2013, 27 ივლისი, 11:00
ეკლესიაში თუ დადიხართ საერთოდ?
2013, 27 ივლისი, 1:28
ეს ვიცოდი და რატომ არ მკითხო:D
2013, 26 ივლისი, 22:50
არ მგონია საქმე ასე მარტივად იყოს..... :)))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10