x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქალს მამაკაცის გადარჩენა უნდოდა და კინაღამ თვითონ დაიხრჩო

25 წლის პერმელი ქალი მამაკაცის საშველად გადეშვა მდინარე ოკაში, მამაკაცი ხიდიდან გადახტა, სავარაუდოდ თავის მოკვლის მიზნით, ქალმა მამაკაცის გადარჩენა ვერ შესძლო, თვითონ კი დინებამ წაიღო, ქალს ადგილობრივმა მაცხოვრებელმა წყალში ცარიელი კასრი გადაუგდო, იგი მას ჩაეჭიდა და 10 კილომეტრი იცურა, დინება საშუალებას არ აძლევდა ქალს რომ ნაპირამდე კასრთან ერთად მიეცურა, 22 ივლისს დილით ადგილობრივმა მაცხოვრებელმა პოლიციას აცნობა, რომ მდინარიდან ყვირილი ისმოდა, ვიღაცა შველას ითხოვდა, რაციით მიღებული ინფორმაციის შემდეგ ადგილზე გავიდნენ არასაუწყებო დაცვის დაცვის თანამშრომლები, 50 მეტრის სიღრმეზე მათ დაინახეს ქალი, რომელიც კასრს ჩაჭიდებოდა და ძლივსღა იკავებდა თავს წყალზე, ნაპირზე გამოსაცურად მას ძალა აღარ ყოფნიდა, ჯგუფის უფროსი ზემდეგი კონსტანტინე კორჟავინი წყალში შევიდა და ქალი ნაპირზე გამოიყვანა.ქალი ძლივსღა აზროვნებდა და არ ესმოდა რა ხდებოდა მის გარშემო, მან კასრთან ერთად 10 კილომეტრი იცურა და დაახლოებით 10-12 საათი დაჰყო წყალში, როგორც თვითონ პოლიციელებს მოუთხრო, რომ გვიან ღამით მდინარე კამის სანაპიროზე სეირნობდა ლენინის პროსპექტზე და დაინახა ახალგაზრდა კაცი როგორ გადახტა ხიდიდან, მან ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გადაწყვიტა მამაკაცი გადაერჩინა და წყალში გადაეშვა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შესძლო და დინებამ წაიღო.ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, ექიმების განცხადებით მას სხეულის მსუბუქი მოყინვა აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.image

0
25
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0