x
image
worldsport.ge
ჯალმა სანტოსი გარდაიცვალა

imageბრაზილიაში, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ფეხბურთელი, ჯალმა სანტოსი. სამხრეთამერიკული სააგენტოების ცნობით, ლეგენდარული ნაკრების მცველი, ფილტვების ანთების გამო, 1 ივლისიდან საავადმყოფოში იწვა და ავადმყოფობას ვერ გაუძლო.
ჯალმა სანტოსს, ბევრი სპეციალისტი, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მარცხენა მცველად მიიჩნევს. იგი, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად, 1958 და 1962 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. საკლუბო დონეზე კი “პალმეირასის”, “პორტუგეზასა” და “ატლეტიკო პარანაენსეში” გამოდიოდა.



ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
62
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0