x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508245
ბრიტანეთში ყველაზე ბედნიერი და ყველაზე უბედური ასაკი დაასახელეს
image5 - 44 წლის მამაკაცები ყველაზე ნაკლებად არიან კმაყოფილი საკუთარი ცხოვრებით. ასეთი მონაცემები დიდი ბრიტანეთის 3600 მოქალაქის გამოკითხვის შედეგად გამოაშკარავდა.
კვლევა გარემოს დაცვის დეპარტამენტის შეკვეთით გაკეთდა.
ინგლისში ყველაზე უბედური 40 წლის მამაკაცები აღმოჩდნენ, რომლებიც საშუალო ასაკის კრიზისს უჩივიან: მათი ე. წ. ბედნიერების მაჩვენებელი (10-ქულიანი სისტემით შეფასების პირობებში) 6, 8 ქულა იყო. ცხოვრებით ტრადიციულად უკმაყოფილო მოზარდ ბიჭებში კი უფრო მაღალი მაჩვენებელი - 7, 3 ქულა5 - 44 წლის მამაკაცები ყველაზე ნაკლებად არიან კმაყოფილი საკუთარი ცხოვრებით. ასეთი მონაცემები დიდი ბრიტანეთის 3600 მოქალაქის გამოკითხვის შედეგად გამოაშკარავდა.

კვლევა გარემოს დაცვის დეპარტამენტის შეკვეთით გაკეთდა.

ინგლისში ყველაზე უბედური 40 წლის მამაკაცები აღმოჩდნენ, რომლებიც საშუალო ასაკის კრიზისს უჩივიან: მათი ე. წ. ბედნიერების მაჩვენებელი (10-ქულიანი სისტემით შეფასების პირობებში) 6, 8 ქულა იყო. ცხოვრებით ტრადიციულად უკმაყოფილო მოზარდ ბიჭებში კი უფრო მაღალი მაჩვენებელი - 7, 3 ქულა.

ბრიტანელების ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი პერიოდი პენსიაზე გასვლის ასაკი აღმოჩნდა: 65 წელს ზევით მამაკაცებისთვის ბედნიერების მაჩვენებელი 7, 8 ქულა დაფიქსირდა, იმავე ასაკის ქალისთვის კი - 7, 65 ქულა. ბედნიერების მაღალი მაჩვენებელი, კერძოდ - 7.55, ჰქონდათ იმ გოგონებს, რომელთაც 20 წელი ახლახან შესრულებოდათ.

სქესისა და ასაკის გარდა, თვისთშეფასების დონეების განსაზღვრისას მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნეოდა, ჰქონდა თუ არა ადამიანს სამსახური და იყო თუ არა ჯანმრთელი. უმუშევარი და ინვალიდი მოქალაქეების მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, დაბალი იყო: 6.3 და 5.9 ქულა.

გამოკითხვამ ისიც ცხადყო, რომ მამკაცები უფრო მშვიდნი არიან, ვიდრე ქალები. კითხვაზე: "ხშირად ღელავთ თუ არა” დადებითად ქალების 45-მა პროცენტმა და მამაკაცების 30-მა პროცენტმა უპასუხა.

P.S. საინტერესოა, როგორი იქნებოდა ბედნიერების მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში და რომელი ასაკი ჩაითვლებოდა უბედნიერესად...

.
0
75
2-ს მოსწონს
ავტორი:ბადრი ანთია
ბადრი ანთია
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0