x
image
ხათოხათო
ქალი,რომელმაც ამერიკის პრეზიდენტის რეპუტაცია ეჭვქვეშ დააყენა
imageმონიკა ლევინსკი დღესდღეობით, რეალითი შოუს წამყვანია, ქალის ჩანთების დიზაინითა და წიგნების წერითაა დაკავებული.ეს ახლა, მაგრამ გასული საუკუნის 90-იან წლებში მისი ცხოვრების ინტიმური დეტალები იცოდა ყველამ, ვისაც უბრალოდ ტელევიზორის ჩართვა შეეძლო. იგი გახდა ინტიმური ანეკდოტების გმირი და 1998-99 წლებში ამერიკული ჟურნალების გამოკითხვის თანახმად მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქალი იყო. მისი ლურჯი კაბა თავისებური "დინამიტი" გახდა, რომელზეც კინაღამ აფეთქდა თეთრი სახლის მაშინდელი ბინადარი, ამერიკის 42-ე პრეზიდენტი ბილ კლინტონი.

image ბილ კლინტონს ამ სექსუალური სკანდალის გამო იმპიჩმენტიც დაემუქრა, ზუსტად ეს გახდა მიზეზი 2000 წლის არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის ელ გორის დამარცხებისა, რადგან არა მარტო პრეზიდენტს, მთელ პარტიას, კლინტონ-ლევინსკის საქმემ დიდი ჩრდილი მიაყენა.

imageimageმის ლევინსკიმ და ბილ კლინტონმა ერთმანეთს უხვად მიუძღვნეს საჩუქრები, რომელთა სია სასამართლო პროცესზე ყველასთვის ცნობილი გახდა. მონიკამ პრეზიდენტს აჩუქა: ექვსი ჰალსტუხი, მზის სათვალეები, არაფორმალური პერანგი, ფინჯანი წარწერით "სანტა მონიკა", ბაყაყის ფორმის წერილების გასახსნელი დანა, იუმორისტული ციტატების კრებული, რამდენიმე რომანი, ძველი წიგნები და არც მისალოცი ბარათები დააკლო.

ათი წლის ასაკში მონიკა დედის რჩევით "საპნის ოპერების" აქტიური მაყურებელი გახდა, საიდანაც გაიგო, რომ ყველა ქალს აუცილებლად უნდა ყავდეს საყვარელი მამაკაცი, რომელსაც გაუპარსავ ლოყაზე მოეფერება, რომელსაც საჩუქრებს მიუძღვნის, რომელსაც ეყვარება, რომელსაც....


მონიკას პირველი სიყვარული, მისი სკოლის მასწავლებელი იყო, რომელსაც გაკვეთილების შემდეგ მოუთმენლად ელოდებოდა და მიზეზებს ეძებდა, რომ მასთან მარტო დარჩენილიყო, მაგრამ მასწავლებელი "ვერ ამჩნევდა" შეყვარებულ მოსწავლეს და ბოლოს საერთოდ დატოვა ის კლასი.

თავისი ცხოვრების მანძილზე არცერთი რომანი არ ქონია თანატოლებთან, ისინი უინტერესო და მოსაწყენები ეჩვენებოდა. უბედურება ის იყო, რომ ეს რესპექტაბელური მამაკაცები რატომღაც უკვე დაოჯახებულნი იყვნენ და განქორწინებასაც არ აპირებდნენ.

მალე ცნობილი აუქციონის სახლი Nate D. Sanders მონიკა ლევინსკის 8 ნივთს გამოიტანს გასაყიდად. ყველა ნივთი ერთ ლოტად გაიყიდება ამ ნივთებში ბილ კლინტონის ავტოგრაფიანი ფოტოს გარდა, შედის მისალოცი ბარათი და მონიკას "ცნობილი" საცვალი. საწყისი ფასი 2500 დოლარია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ფასი 250000-დან 500000 დოლარამდე გაიზრდება.image

1
102
10-ს მოსწონს
ავტორი:ხათოხათო
ხათოხათო
102
  
2013, 24 ივლისი, 19:06
ძალიან კარგი სტატიაა მეგობარო
0 1 1