x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
16 ყველაზე ძვირადღირებული მატერია მსოფლიოში
სულ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა პოპულარულმა ამერიკულმა
სამეცნიერო სააგენტომ გამოაქვეყნა სია, რომელშიც შეყვანილია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მატერიები. მათი უმრავლესობა მართლაც მატერიალურად აღქმადია და ბევრი ადამიანისთვის საყვარელ ან/და საოცნებო ნივთებს წარმოადგენს, თუმცა სიის პირველ და მეორე ადგილზე არსებული მატერიები არათუ შეუძლებელია ჩვეულებრივ ადამიანს გააჩნდეს, არამედ მათ ქონაზე და მოპოვებაზე ოცნებაც კი წარმოუდგენელია და იმ კატეგორიაში გადის, რასაც ფულით ვერ იყიდი (ვერც პლასტიკური ბარათით.


მაშ ასე: დავიწყოთ ბოლო ადილიდან:


16) საფრონი - სანელებელი, რომელიც მიიღება მცენარე საფრონისაგან. ეს მცენარე მართალია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოჰყავთ, თუმცა მისგან იმდენად მცირე რაოდენობით მიიღება აღნიშნული სანელებელი, რომ მისი ღრებულება ყველა სხვა სანელებლის ღირებულებას მკვეთრად აღემატება. 150 საფრონის ყვავილის დამუშავებაა საჭირო, რათა ერთი გრამი სანელებელი მიიღო, ხოლო ამ ერთი გრამის ღირებულება 11 აშშ დოლარია და ასევე მკვეთრად აღემატება იმავე რაოდენობის ვერცხლის ღირებულებას.


image

15) ოქრო - ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ძვირფასი ლითონი, რომლის ფასიც მუდმივად მერყეობს, თუმცა მაინც რჩება და ალბათ ყოველთვის იქნება ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის გარანტი. ერთი გრამი ოქროს (999 სინჯის) ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე, დაახლოებით 50 აშშ დოლარია.

image



14) როდიუმი - ლითონი, რომელსაც შეიცავს დაუმუშავებელი
ოქრო, პლატინა, პალადიუმი და ვერცხლი. იგი მეტად იშვიათი მეტალია და ძირითადად სამეცნიერი საქმიანობაში გამოიყენება. ერთი გრამი როდიუმის ღირებულება დაახლოებით 60 აშშ დოლარია


image

13) პლატინა - მენდელევის ცხრილის ერთ-ერთი უიშვიათესი
ძვირფასი ლითონი, რომელიც ძირითადად სამხრეთ აფრიკაში მოიპოვება. მას და მის ნაერთებს ძირითადად სამეცნიერო ტექნიკის წარმოებაში და მედიცინაში იყენებენ, როგორც ქიმიოთერაპიის შემადგენელ ნაწილს. ერთი გრამი პლატინის ღირებულება დაახლოებით 65 აშშ დოლარია.

image


12) მეტამფეტამინი - ერთ-ერთი ძირადღირებული სამედიცინო პრეპარატი, რომელიც ყველაზე მეტად ნარკომანებს უყვართ. მისი ერთი გრამის ღირებულება 100 აშშ დოლარია.


image

11) მარტორქის რქა - მას დღესაც იყენებენ აღმოსავლურ მედიცინაში, ასევე ბევრი მდიდარი მონადირისათვის მარტორქის მოკვლა და მისი ნაწილების შენახვა პრესტიჟის საკითხია. ასეთმა დამოკიდებულებამ მარტორქა ბევრ ქვეყანაში გადაშენების პირას მიიყვანა, მაგალითად ვიეტნამში ბოლო მარტორქა 2010 წელს მოკლეს. მისი ერთი გრამი
რქის ღირებულება 110 აშშ დოლარია.

image


image


10) ჰეროინი - ეს მისი, როგორც ნარკოტიკის სახელია, ხოლო სამედიცინო გამოყენებისას მას დიამორფინს უწოდებენ და გამოიყენება გულის შეტევისას და სხეულის მძიმე დაზიანებისას, როგორც შოკის საწინააღმდეგო საშუალება. ჰეროინი ნარკომანებისათვის დღემდე რჩება ერთ-ერთ საყვარელ და ძირადღირებულ ნარკოტიკად. მისი ღირებულება „შავ ბაზარზე“
დაახლოებით 130 აშშ დოლარია, თუმცა ფასი ყველა ქვეყანაში განსხვავებულია და ზოგან მკვეთრად მეტია, ხოლო ზოგან ნაკლები.


image

9) კოკაინი - ძლიერმოქმედი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც
ყველაზე სწრაფად იწვევს ნარკოდამოკიდებულებას. შავ ბაზარზე მსოფლიო მასშტაბით მისი წლიური ბრუნვა წელიწადში 80 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. ერთი გრამი კოკაინის ღირებულება დაახლოებით 215 აშშ დოლარია.

image


8) ლსდ (LSD) - ლიზერგინული მჟავის დიეთილამიდი. (მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანის დამადებილებელი საშუალება). იგი ყველაზე ძვირადღირებულ და ძლიერმოქმედ ნარკოტიკად ითვლება. მედიცინაში მას ფსიქიატრები იყენებენ. სუფთა ლსდ-ს ერთი გრამი 3000 აშშ დოლარი ღირს და მას შეუძლია რამოდენიმე ათასი ადამიანი „დააკმაყოფილოს“.

image


7) პლუტონიუმი - ძლიერი რადიოაქტიური ნივთიერება, რომელიც
გამოიყენება ატომურ ინდუსტრიაში, მათ შორის ბომბების დასამზადებლად. სწორედ „პლუტონიუმ 239“ შედიოდა იმ ბომბის შემადგენლობაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიაში
გამოსცადა სსრკ-მ. მისი ერთი გრამის ღირებულება 4000 აშშ დოლარია, თუმცა მისი შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელია.

image


6) პეინიტი - უიშვითესი ძვირფასი ქვა, რომელიც ტოპაზს წააგავს. მისი ერთი გრამის ფასი დაახლოებით 9000 აშშ დოლარია.


image


5) ტააფეიტი - ასევე უიშვიათესი ძვირფასი ქვა, რომლის ერთი გრამი 25 000 აშშ დოლარს შეადგენს.

image

4) ტრიტიუმი - რადიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც ასევე მეცნიერებაში და მრეწველობაში იყენებენ. მისი ერთი გრამი 30 000 აშშ დოლარი ღირს.

image


3) ბრილიანტი - ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ძვირფასი
ქვა, რომელიც მიიღება ალმასის დამუშავებით. კლასიკურად დამუშავებულ ბრილიანტს 56 გვერდითი წახნაგი აქვს. მისი ერთი გრამის ღირებულება 55 000 აშშ დლარია.

image


2) კალიფორნიუმი - რადიოაქტიული ქიმიური ელემენტი, რომელიც
ბუნებრივად დედამიწაზე არ მოიპოვება და სინთეზური გზით მიიღება. მასაც ატომურ მრეწველობაში იყენებენ და მისი ერთი გრამის ღირებულება წარმოუდგენლად დიდია - 27 000 000 აშშ დოლარი.

image


1) ანტიმატერია - მისი დანახვა ან შეგრძნება ჩვეულებრივ პირობებეში შეუძლებელია. იგი მხოლოდ მეცნიერებმა დააფიქსირეს კვანტურ ფიზიკაში ცდების ჩატარებისას. ანტიმატერიის ერთი გრამის ღირებულება 62, 5 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული, რაც აშშ-ს ბიუჯეტს 25-ჯერ აღემატება. მის შეგროვებაზე არც იოცნებოთ, რადგან ეს მხოლოდ ფანტასტიკის სფეროა და მისი შეგროვებაც მხოლოდ თეორიულადაა შესაძლებელი.


image

6
3325
4-ს მოსწონს
ავტორი:შერიფი 022
შერიფი 022
3325
  
2016, 14 ოქტომბერი, 17:59
რაღირს თალიუმი ??? Thalliumi ????
2015, 21 აპრილი, 4:52
ანტიმატერიის დაახლოებით 10 გრამი მაქვს და სად წავიღო არ ვიცი,ვერც ვყიდი ,თუმცა ეშმაკი მილიარებს და ტრილიონებს მთავაზობდა...))
2013, 22 ივლისი, 19:46
მადლობა natia.a
2013, 22 ივლისი, 19:41
შეიძლება ზაფრანაა, მაგრამ ისამნისფერი ფერის ყვავილი აქვს და აშკარად სხვანაირია.
2013, 22 ივლისი, 17:38
მეც ეს შეკითხვა გამიჩნდა.. :)))
2013, 22 ივლისი, 16:12
ძალიან კარგი სტატიაა.
ერთი შეკითხვა მაქვს. საფრონი იგივე ზაფრანა ხომ არ არის?
0 1 6