x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი ადამიანი
საინფორმაციო პორტალმა Bloomberg 2013 წლის მაისში გამოაქვეყნა პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანთა რეიტინგი. ბილ გეითსმა პირველი ადგილი დაიბრუნა. იხილეთ პლანეტის უმდიდრესი ადამიანები.


1)ბილ გეითსი: Bloomberg-ის მონაცემებით 2013 წლის 17 მაისის მდგომარეობით ბილ გეითსის ქონება 72.7 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 10 მილიარდით მეტია. Microsoft-ის მფლობელმა რეიტინგში პირველი ადგილი დაიბრუნა.image


2)მექსიკელი მედიამაგნატი კარლოს სლიმი. ის არის ლათინოამერიკული ტელეკომუნიკაციის იმპერიის "ამერიკა მოვილის" და ესპანური ფეხბურთის კლუბის "რეალ ოვიედოს" მფლობელი. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი 2010-2012 წლებში, ამ წელს მეორე ადგილზეა. 17 მაისის მდგომარეობით მისი ქონება 72.1 მილიარდი დოლარია.image


3)მსოფლიოს ყველაზე წარმატებულმა ინვესტორმა, ფონდ Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელმა უორენ ბაფეტმა მესამე ადგილი დაიკავა. მისი ქონება 59.6 მილიარდი დოლარია.image



4)Zara-სა და Massimo Dutti-ის მაღაზიათა ქსელის მფლობელის 77 წლის ამანსიო ორტეგას შემოსავალი ამ წელს 1 მილიონი დოლარით შემცირდა და მისმა ქონებამ 56 მილიარდ დოლარს მიაღწია.image


5)შვედი ბიზნესმენი, მაღაზიათა ქსელი IKEA-ს მფლობელი ინგვარ კამპრადი მეხუთე ადგილზეა. 2013 წლის მდგომარეობით მისი ქონება შეფასებულია 55.6 მილიარდ დოლარად, რაც წინა წელთან შედარებით 1 მილიონით არის შემცირებული.image

2
2593
5-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
2593
  
2019, 19 აგვისტო, 17:30
მილიონრობა საქართველოში რაღაც ძალიან რთული და მიუღწეველი რამე გვგონია, არადა ძალიან რეალურია კაცი თუ თავის დროზე დაიწყებს საქმის კეთებას. ფაქტი სახეზეა, ამ მილიარდერებმა ისწავლეს გარკვეულ დონემდე (მთლად ოქროს მედლებს და დიპლომებს არ გამოკიდებიან), შემდეგ გამოიყენეს ცოდნა და დააგროვეს გამოცდილება.

მე პირადად პირველი ნაბიჯისთვის, სწავლა საწყის ეტაპზე ყველას ვისაც ვიცნობ ვურჩევ წაიკითხოს 3 წიგნი: ბაბილონის ყველაზე მდიდარი ადამიანი (ქართულადაც არის ნათარგმნი და ონლაინში ყიდვა შესაძლებელია), მილიონერი სამეზობლოში (ქართულად არ მინახავს, სამაგიეროდ უფასოდაა ინგლისურად), მდიდარი მამა ღარიბი მამა (ქართულად არის ნათარგმნი და ონლაინში უფასოდ წაკითხვაა შესაძლებელი).

ჩვენთან სწავლობენ მარტო დიპლომისთვის და კი აქვთ "ტაქსისტებს" 2-3 ცალი.
2013, 20 ივლისი, 20:20
1 მილიონით?
0 1 2