x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გამორჩეული საქორწილო კაბები-ზაფხული 2013
ნებისმიერი პატარძალი ოცნებობს მოძებნოს თავისი იდეალური კაბა. საქორწილო მოდის გარკვეული კონსერვატულობის მიუხედავად არსებობს სეზონის ჰიტები და მუდმივი კლასიკა.

ზაფხული ქორწილისთვის საკმაოდ მოხერხებული თვეა, თამამად შეგიძლიათ ჩაიცვათ ღია სილუეტის კაბა და წარმოაჩინოთ მოხდენილი სხეული.

წარმოგიდგენთ 2013 წლის საზაფხულო სეზონის გამორჩეულ ნიმუშებს დიზაინერთა კოლექციებიდან.


საქორწილო სამოსის ყველაზე კლასიკური ვარიანტი გახლავთ А-სილუეტის მქონე კაბა ფართო ქვედაბოლოთი. მოდელი განკუთვნილია ნებისმიერი ფიგურის მქონე ქალბატონებისთვის,


ხაზს უსვამს სხეულის ღირსებას და ფარავს ნაკლს.

image

Casablanca


გოგონების უმრავლესობა ოცნებობს ფუშფუშა ქვედაბოლოებიან კაბაზე. ზღაპრული სამოსი განკუთვნილია მასშტაბური წვეულებისთვის. ერთადერთი შეზღუდვა გახლავთ ის, რომ მსგავსი სილუეტი დაბალ ქალბატონებს არ უხდებათ.
image

Oscar de la Renta


Vera Wang-ის წითელი კაბა ყველაზე გამბედავი საპატარძლოებისთვის არის. სწორედ წითელ ფერს მიეძღვნა საქორწილო მოდის დედოფლის Vera Wang-ის ბოლო კოლექცია.

image

Oscar de la Renta-ს კაბა-"ქალთევზა"- საქორწილო კაბის ყველაზე სექსუალური ვარიანტია. ის მოუხდება იდეალური ფიგურის მქონე ქალბატონებს, რომლებიც არ უფრთხიან ყურადღების ცენტრში ყოფნას.

image
Oscar de la Renta


Carolina Herrera-ს მაქმანებიანი კაბა შეკერილია უნაზესი მაქმანისგან და მეტად დახვეწილად და უნაკლოდ გამოიყურება. მარტივ სილუეტს აკომპენსირებს რთული ნახატები მაქმანზე.

image


Jenny Packham-ის კაბა ამტკიცებს, რომ დეკორატიული ნაქარგებით გაფორმებული ყველაზე მარტივი სილუეტის კაბაც კი მდიდრულად გამოიყურება. მთავარია ზომიერების გრძნობა. არ აირჩიოთ მოდელები, რომლებიც სრულად არის გაწყობილი ბრჭყვიალებით

ან მარგალიტის მძივებით.
image
Jenny Packham


სილუეტი "ამპირი" (მკერდს ქვემოთ გადაჭრილი კაბა) საქორწილო კაბის ყველაზე ქალური და რომანტიკული ვარიანტია-გაშვებული მსუბუქი ქსოვილი, ჰაეროვანი სილუეტი და გრძელი ფატა იერსახეს სინაზეს და რომანტიკულობას ანიჭებს.

image

Theia-ს საქორწინო კაბა


მინიმალიზმის მოყვარულებისთვის იდეალური ვარიანტია ლაკონური კაბა არშიით, რომელიც Carolina Herrera-მ შემოგვთავაზა. გლუვი ქსოვილი და მასთან შეხამებული მსხვილი დეკორატიული ელემენტები მეტად კეთილშობილურად და მოდურად გამოიყურება.
image

სულ უფრო მეტი ქალბატონი ანიჭებს უპირატესობას მოკლე საქორწილო კაბებს. Theia-ს ტანზე მომდგარი ნაქარგით და კრისტალებით გაფორმებული მოკლე კაბა შესანიშნავი ვარიანტია არაფორმალური წვეულებისთვის.
image

ეპატაჟის და ექსტრავაგანტულობის მოყვარულებს მოეწონებათ უჩვეულო მოდელი Oscar de la Renta-ს საქორწილო კოლექციიდან-
მაქმანის ტანზე მომდგარი კაბა თეთრი მოსასხამით ტრადიციული ფატის ნაცვლად.

image

0
174
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0