x
image
akkai
ზემფირას ტურნე საქართველოში ჩაიშალა

ცნობილი რუსი მომღერალი ზემფირა საკუთარ ვებ გვერდზე იუწყება, რომ მისი ტურნე საქართველოში ჩაიშალა. როგორც მომღერალი აცხადებს მას დაუკავშიდნენ საქართველოდან და კონცერტების, რომლებიც 22 ივლისს თბილისში, ხოლო 24 ივლისს ბათუმში უნდა ჩატარებულიყო, გაუქმება აცნობეს. მიზეზად საკონცერტო ხმის და აუდიო აპარატურის არქონა დასახელდა. კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონცერტის ორგანიზატორი ლიტველი ბიზნესმენი კირილ ხიმიჩევიდაგროვილი ვალების და ფინანური პრობლემების გამო ქვეყნიდან გაიქცა. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება კონცერტი და იმ მომხმარებელს, რომელსაც შეძენილი აქვს ბილეთი, დაუბრუნებენ თუ არა გადახდილ თანხას უკან.

image

0
53
4-ს მოსწონს
ავტორი:akkai
akkai
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0