x
ბერთას მონასტერზე
მე ვიყავი ბერთას მონასტერში, რომელიც მდებარეობს წალკოს ზემოთ. წინამძღვარი არის მამა დოროთე. მე მვესაუბრე მამა ტიხონს. ამ მონასტერში არის სიბრძნის წყარო - ავია სოფია, რომელშიდაც იმყოფებიან კალმახები. ერთი დიდი, წინამძღოლი კალმახი და კიდევ პატარები. ისინი ძირითადად დამალულები არიან, იშვიათად გამოდიან. მე გამიმართლა და ვნახე გამოსულები. იქიდან ამოღებული წყალი არის დასალევი და ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი. 2004 წელს აშენდა მამათა მონასტერი. გვერდით არის აგრეთვე დედათა მონასტერი. იღუმენია - ნანა. მამათა მონასტერში ცხოვრობს 17 ბერი. ადრე ერქვა ოლიანკა, ამჯერად ქვია ბერთას მონასტერი. მამა ტიხონმა მომიყვა კალმახებზე. თურმე ადრე დიდი კალმახი მომკვდარა. პატარები შემოხვევიან გარშემო და გამოუყვანიათ ისე რომ მამაოებს დაეკრძალათ. მამაოებს იგი დაუკრძალავთ წყლის ქვეშ. შემდეგ რამდენიმე ხნის მერე შემოუშვიათ ახალი დიდი კალმახი წინამძღვრად და თვითონაც მოჰყოლიან. ეს იყო საოცრება. დღემდე იქ არიან. უყვართ მოხარშული კვერცხი.

გზები ამ მონასტერთან არის მიუვალი. მამაოებს ძალიან უჭირთ ნახევრად მშივრები არიან. იქნებ ვინმემ მიაქციოს ყურადღება, ან დაეხმარონ რამით, ან გაკეთდეს საქველმოქმედო საქმეები, გაუხსნან ანგარიში, შეაკეთონ და დაეხმარონ. იქნებ ინტერნეტით მაინც გაიგონ ამის შესახებ. ასეთი სიწმინდეები არ უნდა დაიკარგოს.imageimage










image

image















imageimage

1
920
2-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე
ალექსანდრე
920
  
2012, 12 მაისი, 14:03
ძალიან კარგი იქნება თუ ფონდს დააარსებთ და ყველა მინიმუმს მაინც გავიღებთ. კარგი სტატიაა!
0 1 1