x
სათაური მკითხველისთვის მომინდვია!

არ ვიცი რა დავარქვა ამ სტატიას.მოდით დღეს თქვენ გახდით
მონაწილეები სტატიის სათაურის შერჩევაში.დიდ ხანს ვიფიქრე მაგრამ მე მხოლოდ და მხოლოდ
ერთი აზრი მიტრიალებდა თავში, სახელად „ტყუილი“ დამერქმია.თუმცა როცა დავფიქრდი მივხვდი
რომ გულს ვატკენდი, ისედაც ათასჯერ ნაწამებს და გაუბედურებულს, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი
მას!


როგორც ყოველთვის, დღესაც პატარა გოგოს წერილები გახდა
ჩემი მოტივაცია სტატიის დასაწერად.


ჩანაწერებით ხელში ჩამეძინა, ისე ტკბილად მეძინა, ვერც
კი ვიგრძენი როგორ დამათენდა თავზე ღია ცის ქვეშ, კიბეზე ჩამომჯდარს.ფურცლები დაბლა
იყო მიმოფანტული, ვეცადე თანმიმდევრობით მომეკრიფა
და ისევ გამეგრძელებინა ჩემი ინტერესის დაკმაყოფილება ამ ფურცლებზე დაწერილი ისტორიების
შესახებ!ყურადღება განსხვავებული ფერის ფურცელმა მიიპყრო, სადაც განსაკუთრებული სიფაქიზით
იყო დაწერილი თითოეული ასო.გავვოცდი, ვიფიქრე ალბათ მისი ცხოვრების გამორჩეული, სასიამოვნო
მონაკვეთი აღმოვაჩინეთქო.ისევ გემრიელად მოვკალათდი, გაყინულ კიბეზე და ინტერესით დავიწყე
კითხვა.ჩანაწერი ასე იწყებოდა:


მთელი ცხოვრების განმავლობაში, არასოდეს ვამბობდი ტყუილს, მაშინაც
კი როცა ამას საჭიროება მოითხოვდა.ვთვლიდი, რომ ჩემს გარშემო მყოფები ამას ხედავდნენ
და აფასებდნენ, მაგრამ სწორედ აქ გამოვიჭირე ცხოვრება ტყუილში, თუმცა ცოტა მოგვიანებით, მაშინც
როცა ამას ყველაზე ნაკლებად მოველოდი!


როცა წამოვიზარდე და დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე, მივხვდი
რომ ყველაზე ცუდი რაც ჩემს თავს გავუკეთე, ეს იყო ტყუილისადმი ჩემი სიძულვილი და გადავწყვიტე
შეცდომა სწრაფად გამომესწორებინა.ერთ დღეში სრულიად შევიცვალე.საკუთარი თავი და გარშემო
მყოფებიც დავარწმუნე რომ ჩემში სისუსტის ყველა კვალი გავაქრე, ანუ შესაბამისად გავხდი
„ძლიერი“ „ძლიერი“ მათთვის ვისაც ასე ძალიან ვჭირდებოდი.არ ვიცი ეს სვლა კარგი იყო
თუ არა, მაგრამ მან აღმომაჩენინა ადამიანებში ის რასაც ვერასოდეს ვამჩნევდი, ან არ მინდოდა
შემემჩნია.რა იყო „ის“?მივხვდი რომ თითოეული მათგანი ჩემში გულწრფელობას არ ან ვერ ხედავდა და ყველა ჩემს ალალ მოქმედებას
ტყუილს მიაწერდა.“ტყუილს“ რომელიც მხოლოდ ერთხელ მოვინდომე.მივხვდი რომ ადამიანებს
უნდა მისცე ის, რაც მათ მოსწონთ, ის რითაც საზრდოობენ.დღემდე ვფიქრობ რომელი უკეთესია, იცხოვრო
სიმართლით და ეცოდებოდე, მაგრამ ამ სიმართლესას როგორც ერთ დიდ და კარგად ინსცენირებულ
ტყუილს ისე აღიქვამდნენ, თუ თავი მოაჩვენო როგორც ძლიერი ადამიანი, ამჩნევდნენ ამ ტყუილს, მაგრამ
არ იმჩნევდნენ.სამწუხაროა რომ მხოლოდ ამქვეყნიურ სიტკბოზე არ ვფიქრობ! (ამ სიტყვების
გაანალიზება იმედი მაქვს არ გაგიჭირდებათ)


მე მხოლოდ მაშინ
ვიტყუები, როცა ვამბობ რომ ძლიერი ვარ და ამითაც მხოლოდ საკუთარ თავს ვატყუებ!!! ტყუილი

0
46
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ჭაბუკიანი
ნინო ჭაბუკიანი
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0